მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ
ოცნების ხელისუფლების მთავრობამ შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა.
დადგენილება, რომელიც "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონს ეფუძნება და ხელს ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, 2026 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.
ახალი რეგულაციის მიხედვით, უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობა (მათ შორის დისტანციურად) ან თვითდასაქმება შეეზღუდებათ და ეკრძალებათ დასაქმება ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა — საკურიერო მომსახურება, მგზავრთა გადაყვანა, ტურისტებისთვის გიდების და სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდება.
დადგენილების მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებისთვის წლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე და განისაზღვრება კვოტები:
ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.
შრომითი საქმიანობის უფლებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
დადგენილების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, უცხოელის აყვანამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე ვაკანსია worknet.moh.gov.ge-ზე განათავსოს. თუ სააგენტო 10 დღეში ვერ იპოვის შესაბამის ადგილობრივ კადრს, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დამსაქმებელს მიმართოს სააგენტოს უცხოელზე უფლების მისაღებად.
ამას გარდა, რეგულაციები არ ვრცელდება: ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე; თავშესაფრის მაძიებლებზე; დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე; აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებზე; საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე.
როგორც ოცნების ხელისუფლების შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, "ამ ნებართვის გაცემის პროცესი და ადმინისტრირება სახელმწიფოს მკაცრად ექნება გაწერილი".
"ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც კვალიფიციური და გარეშე კადრების დასაქმების კრიტიკული აუცილებლობა არსებობს. ხოლო იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა არის ჭარბი, მაქსიმალურად შეიზღუდება და შეიძლება მინიმუმამდეც დავიდეს უცხოელების დასაქმება", — განაცხადა დარახველიძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები