Marty Supreme ყველაზე მეტი წაგებით BAFTA-ს ისტორიაში შევიდა
ფოტო: A24
მარტი მაუზერმა მორიგი კრიტიკული მატჩი წააგო — თუმცა ამჯერად ის არა სპორტულ მოედანზე, არამედ კინოდაჯილდოებაზე დამარცხდა.
ჯოშ საფდის სპორტულმა დრამამ, Marty Supreme, BAFTA-ს წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია არასასურველი შედეგით დატოვა: ფილმმა 11-დან ვერცერთი ნომინაციის მოგება ვერ შეძლო, რითაც ერთ საღამოში ყველაზე მეტი წაგების ისტორიული რეკორდი გაიმეორა.
BAFTA-ს ნომინაციებში Marty Supreme-ის გამარჯვებებზე დიდი მოლოდინები ჰქონდათ — ვარაუდობდნენ, რომ ის რამდენიმე კატეგორიაში აუცილებლად მოიგებდა. მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელმა, ტიმოთი შალამემ, ფილმისთვის Critics Choice-სა და ოქროს გლობუსის პრიზები უკვე მოიპოვა. თუმცა, საღამოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა შალამეს რობერტ არამაიოსთან მარცხი აღმოჩნდა.
ფოტო: A24
Marty Supreme-მდე ყველაზე მეტი წაგების რეკორდი ფილმებს — Women in Love (1969)-სა და Finding Neverland (2004)-ს ეკუთვნოდა, რომლებიც ასევე 11 ნომინაციაში დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა მოგვიანებით თითო ოსკარის ჯილდოს მოპოვება მაინც შეძლო.
BAFTA-ს შედეგი განსაკუთრებით მოულოდნელი ფილმის რეჟისორის — ჯოშ საფდისთვის აღმოჩნდა. ის 4 ნომინაციით წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული ადამიანი იყო.
ჯოშ საფდი და ტიმოთი შალამე
ფოტო: Getty Images
მიუხედავად BAFTA-ს იმედგაცრუებისა, Marty Supreme დაჯილდოებების სეზონში კვლავ სერიოზულ მოთამაშედ რჩება. 2022 წელს, A24-ის კიდევ ერთმა ნამუშევარმა, Everything Everywhere All at Once, BAFTA-ს დაჯილდოებაზე მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, მოგვიანებით, 7 ოსკარის ჯილდო მიიღო.
ოსკარის დაჯილდოებაზე Marty Supreme 9 ნომინაციაშია წარდგენილი. ოსკარის რიგით 98-ე ცერემონია 15 მარტს გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები