აეროპორტში მიტოვებული ლეკვის აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა
მეპატრონე დააკავეს, ხოლო ლეკვის ისტორია ვირუსულად გავრცელდა, რის მერეც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მისი აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა.
ფოტო: People.com
სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა 2-წლამდე მინი პუდელის ისტორია, როცა ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტმა (LVMPD) 18 თებერვლის განცხადებაში დეტალურად აღწერა, როგორ მიატოვა მეპატრონემ ის და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.
მეპატრონემ, რომლის ვინაობაც ანონიმურად რჩება, ცუგა 2 თებერვლის გვიან საღამოს, ნევადის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია JetBlue-ის ბილეთების სალაროსთან, ბარგის ზომის შესამოწმებელ მოწყობილობაზე მიაბა. პოლიცია ადგილზე მივიდა დაახლოებით 23:39 საათზე.
პოლიციის ინფორმაციით, "ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მეპატრონეს აცნობეს, რომ ძაღლის სერვის-ცხოველად გადაყვანისთვის აუცილებელი იყო ონლაინ დოკუმენტაციის შევსება", ხოლო "რადგან საჭირო საბუთები არ იყო მომზადებული, მგზავრს არ მიეცა ბორტზე ასვლის ნებართვა".
ქალმა საკუთარი ცუგა ბარგის ზომის შესამოწმებელ მოწყობილობას მიაბა და დატოვა
ფოტო: ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტი
"ამის შემდეგ მან ძაღლი დატოვა და თვითონ გეითისკენ წავიდა", — აცხადებენ LVMPD-ში.
მოგვიანებით პოლიციელებმა მეპატრონე აეროპორტის ერთ-ერთ გეითთან იპოვეს და ძაღლის მიტოვების შესახებ დაუსვეს კითხვები, ეს ყველაფერი კამერის ჩანაწერშიც ჩანს.
"ჩანთებს დავაგდებ, ძალიან დავიღალე", — ამბობს ქალი სამხრე კამერის ჩანაწერში. პოლიციელი პასუხობს: "არა, ახლა ასე მოვიქცევით: უკან დაგაბრუნებთ ბილეთების სალაროსთან, სადაც თქვენი ძაღლი დატოვეთ და სამართალდარღვევის ოქმს დაგიწერთ".
კითხვაზე, რატომ დატოვა ძაღლი, მეპატრონემ პოლიციას განუცხადა, რომ JetBlue-მ შინაურ ცხოველთან ერთად ფრენის უფლება არ მისცა. მან ასევე თქვა, რომ ძაღლს ჩიპი ჰქონდა, რაც, პოლიციის განცხადებით "თითქოს მიანიშნებდა, რომ მისი დატოვება მისაღები იყო და ცხოველს მოგვიანებით დაუბრუნებდნენ", — აღნიშნავს პოლიცია. მოგვიანებით ქალი აგრესიულიც გახდა.
LVMPD-ის ინფორმაციით, მეპატრონე ცხოველის მიტოვებისა და დაკავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
კადრი სამხრე კამერის ჩანაწერიდან
ფოტო: ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტი
ამ დროს ცუგა, რომელსაც მოგვიანებით JetBlue დაარქვეს, ცხოველთა დაცვის სამსახურის მზრუნველობაში გადავიდა და რადგან 10 დღის განმავლობაში მეპატრონისგან არანაირი კონტაქტი არ შედგა, ლას-ვეგასის ადგილობრივ ორგანიზაციას, Retriever Rescue of Las Vegas-ს გადაეცა.
მისი ისტორიის ვირუსულად გავრცელების შემდეგ, JetBlue-მ "სიყვარულის უზარმაზარი ტალღა" მიიღო, წერს სამაშველო ორგანიზაცია Facebook-ზე — "ეს ტკბილი ბიჭი საოცარია. ნამდვილად საოცარი, და იმის გათვალისწინებით, რაც გადაიტანა, არ გვინდა, რომ ოდესმე ისევ იგრძნოს მიტოვება. ამიტომ ძალიან ყურადღებით შევარჩევთ მის მუდმივ ოჯახს. მას სჭირდება სტაბილურობა, უსაფრთხოება და ერთგულება, მთელი ცხოვრების განმავლობაში".
ორგანიზაციამ ლეკვის აყვანის 2400-ზე მეტი განაცხადი მიიღო, თუმცა საბოლოოდ JetBlue იმ პოლიციელთან წავა, ვინც აეროპორტში გამოძახებაზე მივიდა. აღმოჩნდა, რომ ოფიცერი ბლექი და მისი ოჯახი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრიდან ცდილობდნენ ამავე ორგანიზაციის დახმარებით მინი პუდელის აყვანას და რადგან მათ რამდენიმე თვის წინ უკვე ჰქონდათ გავლილი ყველა საჭირო პროცესი, JetBlue-სთვის იდეალურ მუდმივ ოჯახად სწორედ ისინი შეარჩიეს.
JetBlue-მ თავისი მუდმივი ოჯახი იპოვა
ფოტო: FOX5-ის რედაქცია
ამავე დროს, ორგანიზაცია Retriever Rescue of Las Vegas მოუწოდებს ყველას, ვინც JetBlue-ს აყვანის სურვილი გამოთქვა და განაცხადი გამოგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ლონდონიდან, ვირჯინიის კუნძულებიდან და სხვ. მუდმივი საცხოვრებელი მისცენ სხვა ცუგებს, ორგანიზაციას ამჟამად კიდევ 40 ცუგა ჰყავს თავშესაფარში.
"JetBlue მხოლოდ ერთია", — ამბობენ ისინი, — "მაგრამ ოჯახი კიდევ ძალიან ბევრს სჭირდება".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები