თეონა ჭალიძე

თეონა ჭალიძე

24 Feb. 2026, 12:02

"მივმართავ სოციალურად დაუცველებს, ვისაც გადაგამოწმებენ უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები და შედეგად თუ უსამართლოდ შეგიჩერდებათ ან შეგიწყდებათ საარსებო შემწეობა დამიკავშირდით 591 05 16 01;

საყურადღებოა და მაღალია პოლიტიკური გემოვნების ნიშნით აღნიშნული დახმარებების შეწყვეტის რისკიც. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი რეაგირება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე.

თუ ვინმე არ იმსახურებდა საარსებო შემწეობას და მაინც იღებდა, ეს სწორედ არასწორი ან/და არაეფექტური ადმინისტრირების ბრალია და სოციალური მომსახურების სააგენტოს აქამდეც უნდა ეზრუნა ამაზე. თუმცა ჩვენ ვხედავდით ყოველ წელს, განსაკუთრებით საარჩევნო წლებთან მიმართებაში როგორი მზარდი იყო ეს სტატისტიკა და როგორ იყენებდა ქართული ოცნების მთავრობა საარჩევნო მიზნებისთვის ამ თუ სხვა სოციალურ პროგრამებს. ნათელი მაგალითი იყო საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, რომელიც იმდენად მძიმე ტვირთად დააწვა საბოლოოდ სახელმწიფოს ბიუჯეტს, რომ მოუწიათ გაეუქმებინათ. თანაც თავისი მისია შეასრულა ამ პროგრამამ საარჩევნოდ და ამ ეტაპზე აღარ სჭირდებოდათ.

ხალხის სამსახურში ვარ და მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ზარებს საჭიროების შემთხვევაში".

აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. ამის შესახებ "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 20 თებერვალს განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…