რა წერია შრომის ბაზრის კვლევაში, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირებას დაედო საფუძვლად?
24 თებერვალს, ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, განათლების რეფორმის ფარგლებში, საუნივერსიტეტო კვოტები გადაანაწილეს.
მისი განმარტებით, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით.
კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად 64 095-ია, აქედან:
- კერძო სექტორში 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროებაა;
- საჯარო სექტორში — 21 779-ის.
ოცნების პრემიერმინისტრის განმარტებით, კვლევამ სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის "ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა გამოავლინა" და დასძინა, რომ "სახელმწიფო სტუდენტებს პრაქტიკულად სწირავდა".
ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა"
კობახიძის განცხადებით, ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტებში 14 400 სტუდენტის ჩარიცხვაა საჭირო, მაგრამ "აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის მკვეთრი წინააღმდეგობის არ გამოწვევის მიზნით" 21 300 სტუდენტზე გამოაცხადეს მიღება.
კობახიძემ "მკვეთრი შეუსაბამობის" მაგალითად სამართლის სპეციალობა მოიყვანა. კვლევის შედეგების მიხედვით, შრომის ბაზარზე წელიწადში 678 იურისტია საჭირო, მაშინ, როცა 3600 იურისტი აბარებს იურიდიულზე და 2050 ამთავრებს. კობახიძემ ასევე დასძინა, რომ კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი ჩარიცხვასთან შედარებით 40%-ით მეტია და ეს განათლების სისტემაში სერიოზულ გამოწვევებზე მეტყველებს.
კობახიძემ კვლევის შედეგების წარდგენისას ასევე დაასახელა სპეციალობები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადი, დეფიციტური და ჭარბია ბაზარზე.
"ოცნების" მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები:
მოთხოვნად პროფესიებშია საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები.
შრომის ბაზარზე ყველაზე დეფიციტური სპეციალობები:
კვლევის შედეგების ამ ნაწილში ის სპეციალობები მოხვდნენ, სადაც იმაზე ნაკლები სტუდენტი აბარებს, ვიდრე შრომის ბაზარი მოითხოვს.
-
პედაგოგიკა;
-
საინჟინრო მიმართულება;
-
მშენებლობა;
-
ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია;
-
ენერგეტიკა;
-
ტრანსპორტი;
-
საექთნო და სამეანო საქმიანობა;
-
სოციალური მუშაობა;
შრომის ბაზარზე შემდეგი სპეციალობების სიჭარბეა:
- სამართალი;
- ეკონომიკა;
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
- უცხო ენები;
კობახიძემ ბიზნესის ადმინისტრირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ "რეალურად მონაცემები დაბალანსებულია, თუმცა კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რაც შრომის ბაზარზე დეფიციტს იწვევს".
ასევე, მკვეთრი დისბალანსი ფიქსირდება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებზე და უცხო ენებზე. კობახიძის განმარატებით, "ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე 5-ჯერ ნაკლები მოთხოვნაა, ვიდრე კურსდამთავრებული გვყავს".
როგორ გადაანაწილა "ოცნების" ხელისუფლებამ სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტები?
12 თებერვალს, ოცნების ხელისუფლების მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის "1 ქალაქი 1 ფაკულტეტის" ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები ახლებურად გადანაწილდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში — მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში — პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში — აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
რას ნიშნავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ახალი კვოტების გადანაწილება:
ოცნების ხელისუფლების მიერ საუნივერსიტეტო კვოტების გადანაწილებას პროტესტი მოჰყვა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, გიორგი გვალიას განმარტებით, ოცნების საუნივერსიტეტო კვოტების ახალი გადანაწილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამების 90%-ს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ვეღარ იარსებებს.
14 თებერვალს, პროსამთავრობო ტელევიზიის იმედის გამართულ დებატებში ნინო დობორჯგინიძემ ირაკლი კობახიძეს ბაზრის კვლევის შესახებ კითხვა დაუსვა:
თქვენ რომ ახლა შრომის ბაზრის "კვლევა" ჩაატარეთ, იმან გაჩვენათ, რომ ქვეყანაში 5 კომუნიკაციისა და მეტყველების პედაგოგი და 20 ასტროლინგვისტი გჭირდებათ?"
"მაშინ, როდესაც თქვენ დაუკვეთეთ კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, რომლებსაც ბევრი პრობლემა აქვთ და ენა-მეტყველების თერაპევტი სჭირდებათ, თქვენს ანგარიშში წერია, რომ 1 500 სპეციალისტია საჭირო. სულ 65-ია, იმიტომ, რომ ერთადერთი პროგრამა ამზადებს ამ სპეციალისტებს. თქვენ 5 ადგილი გამოყავით ენა-მეტყველების და 20 — ასტროლინგვისტიკის პროგრამაზე. გვაინტერესებს, რომელმა ბაზრის კვლევამ გითხრათ, რომ 20 ასტროლინგვისტი გჭირდებათ და 5 ენა-მეტყველების სპეციალისტი?" — განაცხადა დობორჯგინიძემ.
კობახიძემ ეთერში პირობა დადო, რომ ახლო მომავალში "კვლევის" პრეზენტაცია გაიმართებოდა. თუმცა, 24 თებერვალს გამართულ ამავე კვლევის პრეზენტაციაზე ასტროლინგვისტიკა არ უხსენებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები