ახალ ფილმში ოდრი ჰეპბერნს ლილი კოლინზი განასახიერებს
ფოტო: Getty Images
ხმები, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, საბოლოოდ დადასტურდა: ახალ ფილმში ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავს, ოდრი ჰეპბერნს, ლილი კოლინზი განასახიერებს. ნეტფლიქსის სერიალ Emily in Paris-ის მსახიობმა ეს ამბავი თავადაც გაგვიზიარა და ინსტაგრამზე ჰეპბერნის ფოტო გამოაქვეყნა. კოლინზის თქმით, პროექტზე მუშაობა უკვე თითქმის 10 წელია, მიმდინარეობს.
კოლინზისა და ჰეპბერნის გარეგნული მსგავსება ბევრჯერ ყოფილა განხილვის თემა მედიაში. თავის მხრივ, ლილიც ხშირად აღნიშნავდა, რომ ოდრიმ მასზე დიდი გავლენა იქონია. ინგლისელ-ამერიკელ ვარსკვლავს ჰეპბერნის სტილიც არაერთხელ მოურგია ფოტოსესიებზე.
რაც შეეხება კოლინზის ახალ პროექტს, ეს გახლავთ სემ უოსონის ბესტსელერი წიგნის, მეხუთე ავენიუ დილის ხუთ საათზე, ეკრანიზაცია, რომელიც გვიყვება, როგორ იღებდნენ ჰოლივუდის კინოკლასიკას, საუზმე ტიფანისთან. ამდენად, ფილმში არა მხოლოდ ჰეპბერნის ისტორია გაცოცხლდება, არამედ კულუარული ამბებიც, სადაც წიგნის ავტორ თრუმენ კეპოუტის, რეჟისორ ბლეიქ ედვარდსს, კოსტიუმების ლეგენდარულ დიზაინერ ედით ჰედს და კიდევ არაერთ რეალურ პიროვნებას შევხვდებით. ეს ამბები კი თავად ფილმზე ნაკლებად საინტერესო როდია: მხოლოდ ის რად ღირს, რომ კეპოუტი თურმე დაჟინებით მოითხოვდა, თავისი წიგნის ადაპტაციაში მთავარი როლი მერილინ მონროს მიეღო და ჰეპბერნის დამტკიცების გამო, გავრცელებული ცნობით, კინოსტუდიასაც დაუპირისპირდა...
თუმცა, ცხადია, დღეს ვეღარავის წარმოუდგენია ჰოლი გოლაითლის სახედ სხვა ვინმე. ჰეპბერნი ამ როლისთვის ოსკარზეც იყო ნომინირებული, მაგრამ ფილმის გავლენა კინოსამყაროს გასცდა და ოდრის შესრულებული პერსონაჟი მოდის ფუძემდებლად იქცა მზის დიდი სათვალეებით, გრძელი ხელთათმანებით და ჟივანშის საკულტო შავი კაბით.
ოდრი ჰეპბერნი 1993 წელს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდა ფილმისა საუზმე ტიფანისთან, მან ასევე ითამაშა კლასიკად ქცეულ კინოსურათებში რომაული არდადეგები და ჩემი მშვენიერი ლედი. თავისი ეპოქის მოდის სიმბოლოდ მიჩნეული ჰეპბერნი აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობასაც. ერთ-ერთი ბიოგრაფის თანახმად, კინოვარსკვლავი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებსაც ებრძოდა.
ჰეპბერნის ცხოვრებისადმი ინტერესი საზოგადოებაში დღემდე არ ნელდება და ამაზე მიუთითებს ის არაერთი კინო თუ სატელევიზიო პროექტი, რომელიც ამჟამადაც მუშაობის პროცესშია; უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს მუშაობა სერიალზე, სადაც მთავარი როლის შემსრულებლად სწორედ ლილი კოლინზი განიხილებოდა. ასევე წლებია, ოსკარის ნომინანტი რეჟისორი ლუკა გუადანინო ბიოგრაფიულ ფილმს იღებს, სადაც ჰეპბერნი რუნი მარამ უნდა განასახიეროს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები