მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები და მათი შეფასება — ყაველაშვილის "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
ოცნების დანიშნული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების, "იმედის" და "პოსტვ"-ის დასანქცირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "ღიმილის მომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა ამ ტელევიზიების დასანქცირება'.
"ღიმილის მომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა ამ ტელევიზიების დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში რომელიმე მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედოს. ის, რომ აზიანებენ იმედი და "პოსტვ" უკრაინაში განწყობებს და ამის მიხედვით იქ იქმნებოდა ქაოსი, ნუ არ ვიცი, ეს რას შევადარო. თუმცა, ერთია, რომ ამას ჩვენ ღიმილით ვხვდებით, მაგრამ მეორე — ჩვენ ხომ ვიცით, რატომ აკეთებენ ამას? ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომ რადგან ეს ტელევიზიები საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა ჩვენს საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი.
თუმცა, "იმედის" პასუხი მე მგონი, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები და მათი შეფასება. ყველა ვხედავთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენთან მედიასივრცე და "იმედი" არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, "პოსტვ"-იც იკრებს თავის რეიტინგებს და სხვა ტელევიზიებიც, არა მაქვს ამაზე საუბარი, მაგრამ იმ მიზეზით რომ ასანქცირებ, თან სხვა ქვეყნის მთავრობა საქართველოში მოქმედ მედიაკომპანიებს, ეს არის ის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ და მე მგონი, იმდენად არის ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება, რომ არ უკვირს. თუმცა, რეაგირება აუცილებელია, პასუხის გაცემა აუცილებელია. ჩვენ ვიცით, რატომ კეთდება. მთავარი არის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რატომ ხდება ეს ყველაფერი, მომზადებულია ამ ინფორმაციისთვის, ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, იგივე იყო BBC-ის ფილმი, იგივე დანიშნულება ჰქონდა მას, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ეს პროცესი მიმდინარეობს, არ უნდა გაგვიკვირდეს," — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" გუშინ, 24 თებერვალს დაასანქცირა.
სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა გამოაქვეყნა. მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედი" განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს ისეთ შინაარსის ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის "მარიონეტი", უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.
რაც შეეხება მეორე პროსამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზია "პოსტვ"-ის, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის "მარიონეტი", უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.
როგორც სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, "სამ კომპონენტს მოიცავს ეს სანქცია:
1) Asset Freeze — ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ;
2) Trust Services Sanctions — გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას.
3) Director disqualification - კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.
ეს სანქცია გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე", — წერს გიორგი ბურჯანაძე.
- პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
- რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
- გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს
- ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს
- მიშელი, მეცოლა, ლაიენი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით
- კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები