ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის მედიის თავისუფლება
ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების, "იმედის" და "პოსტვ"-ის დასანქცირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლების მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა.
"ამ სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევრობიუროკრატიაში. ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ეს გადაწყვეტილებაც, რომელიც მიიღეს.
არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად — სწორედ ინგლისში იწყება ადამიანის უფლებების ისტორია. დღეს არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც სხვა ადამიანის ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. არასერიოზულია, სამარცხვინოა — ეს არის მოკლე კომენტარი.
ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია "იმედს" და ტელეკომპანია პოსტვ-ის არ შეელახოს საქართველოში მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, რის შელახვაც სცადა დიდმა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ. ისევე, როგორც 2007 წლის მერე. მართალია 5 წელი დასჭირდა ტელეკომპანია "იმედისთვის" მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას, მაგრამ საბოლოო ჯამში 5 წლის შემდეგ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა. ახლა არ დაგვჭირდება 5 წელი, მაქსიმუმ დაგვჭირდება 5 დღე იმისათვის, რომ ჩვენ სრულად უზრუნველვყოთ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა, როგორც ტელეკომპანია "იმედისთვის", ისე ტელეკომპანია "პოსტვ"-ისთვის.
საქართველოს ხელისუფლება სრულად დაიცავს, როგორც ტელეკომპანიების უფლებებს. მათ შორის, სიტყვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას, ასევე სრულად იქნება დაცული თითოეული ჟურნალისტის უფლებები. არც ერთ ჟურნალისტს არ შეეზღუდება საქართველოში საქმიანობა, რისი იმედიც შეიძლება ვიღაცებს ჰქონდათ.", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ამ ტელევიზიებთან თანამშრომლობა.
"ბანკებიც იქნება დაცული, ტელეკომპანიებიც იქნება დაცული. ყველა სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტი თავის ადამიანის ძირითად უფლებებში საქართველოში იქნება დაცული ...ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამაც, ბუნებრივია, უნდა გააგრძელოს ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა ...კიდევ ერთხელ გიმეორებთ — ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ერთი მხრივ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება იყოს დაცული და დაცული იყოს მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება", — თქვა კობახიძემ.
დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" გუშინ, 24 თებერვალს დაასანქცირა.
სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა გამოაქვეყნა. მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედი" განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს ისეთ შინაარსის ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის "მარიონეტი", უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.
რაც შეეხება მეორე პროსამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზია "პოსტვ"-ის, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის "მარიონეტი", უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.
როგორც სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, "სამ კომპონენტს მოიცავს ეს სანქცია:
1) Asset Freeze — ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ;
2) Trust Services Sanctions — გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას.
3) Director disqualification - კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.
ეს სანქცია გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე", — წერს გიორგი ბურჯანაძე.
- პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
- რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
- კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა
- ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები