ამ არხებზე არავითარი დეზინფორმაცია არ არის არასდროს გასული — ეკა სეფაშვილი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
"ძალიან სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ "პოსტვ" და "იმედი" თურმე ისეთი გავლენიანები არიან, რომ მსოფლიო არენაზე განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ რას იფიქრებს უკრაინის შესახებ",— ამის შესახებ ოცნების სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა და დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო, პროპაგანდისული მედიების "იმედისა" ად "პოსტვ"-ის დასანქცირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით ტელევიზიების სანქცირება დიდი ბრიტანეთის მცდელობაა, როგორმე საქართველოს ხელისუფლება და ხალხი აიძულონ, რომ "საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას მოაწერონ ხელი". მისივე თქმით, ამ არხებზე არავითარი დეზინფორმაცია არ არის არასდროს გასული და ის არხები, რომლებიც მართლაც დეზინფორმაციას ავრცელებენ, განაგრძობენ საქართველოში ფუნქციონირებას და მათთვის ბრიტანეთი "ვერ იცლის".
"დიდ ბრიტანეთის მიერ "იმედის" და "პოსტვ"-ის დასანქცირება სასოწარკვეთილი მცდელობაა, როგორმე საქართველოს ხელისუფლება და ხალხი აიძულონ, რომ ხელი მოაწერონ საქართველოს დაღუპვის გადაწყვეტილებას.
ძალიან სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ "პოსტვ" და "იმედი" თურმე ისეთი გავლენიანები არიან, რომ მსოფლიო არენაზე განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ რას იფიქრებს უკრაინის შესახებ. ამ არხების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, რაც გამოიხატება იმაში, რომ სიმართლეს ავრცელებენ და უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოში მშვიდობის დაცვის საქმეში, სიმართლე ის არის, რომ ეს ორი არხი გამიზნულია ქართული პოლიტიკისთვის, ქართველი მოსახლეობისთვის და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები, პირველ ყოვლისა, მიმართულია ქართველ საზოგადოებაზე.
ძალიან ღიმილის მომგვრელია სანქცირება იმისთვის, რომ თურმე ეს ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს არის დიდი ტყუილი — ამ არხებზე არავითარი დეზინფორმაცია არ არის არასდროს გასული. ის არხები კი, რომლებიც მართლაც დეზინფორმაციას ავრცელებენ, განაგრძობენ საქართველოში ფუნქციონირებას — რატომღაც მათ შესახებ ვერ იცლის ბრიტანეთი", — თქვა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია და ტყუილი ძალიან მოკლევადიანი სტრატეგიაა და სიმართლე და ფაქტების რეალურად ასახვა ის სტრატეგიაა, რასაც "პოსტვ" და "იმედი" ახორციელებს. მისივე თქმით, არავითარ სანქციებს არ ექნება ძალა.
"საზოგადოებას შევახსენებ, რომ დიდი ბრიტანეთი ის სახელმწიფოა, სადაც მათი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციაზე აგებული ფილმი მომზადდა იმის შესახებ, რომ საქართველოში ,"კამიტი" გამოიყენეს. ამ ტყუილი ნარატივის გავრცელებისთვის მათ უამრავი ფული დახარჯეს და ახლა ძალიან შეწუხებული და შეშფოთებულები არიან, რომ ამდენი დანახარჯის მიუხედავად მათმა დეზინფორმაციამ საწადელს ვერ მიაღწია. რეალობა ერთია — დეზინფორმაცია და ტყუილი ძალიან მოკლევადიანი სტრატეგიაა და სიმართლე და ფაქტების რეალურად ასახვა ის სტრატეგიაა, რასაც ახორციელებს "პოსტვ" და "იმედი".
ეს არის მათი დიდი და მზარდი რეიტინგების საიდუმლო. დარწმუნებული ვარ, ეს არხები კვლავ გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას და არავითარი სანქციები არ იქნება ძალა, რომელიც შეაჩერებს ამ არხების მაუწყებლობას და იმ დიდ საქმის, რომელსაც ეწოდება ამ არხების წვლილი საზოგადოების ინფორმირებულობაში, რაც ამ მღელვარე ეპოქაში უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სიმართლით შეიარაღებული საზოგადოებაა ის ძალა, რომელიც უპირისპირდება ქაოსს, არეულობას და ომს საქართველოში", — თქვა ეკა სეფაშვილმა [განცხადებას IPN ავრცელებს].
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის (EU Exit) სანქციების რეგულაციების ფარგლებში, სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" 24 თებერვალს დაასანქცირა.
- ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით გვითხრეს, რომ სიმართლე დასჯადია — ერთიანი ნეიტრალური საქართველო "იმედის" და პოსტვ-ის სანქცირებაზე
- ნინო წილოსანი: ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა "იმედის" და "პოსტვ"-ის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს
- ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის მედიის თავისუფლება
- მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები და მათი შეფასება — ყაველაშვილის "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
- რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
- დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები