ჯეინ ეარის ახალ ეკრანიზაციას იღებენ — ვინ ითამაშებს მთავარ როლს სერიალში
ფოტო: Focus Features
ბრონტეების უკვდავი ნაწარმოებები ეკრანებს უბრუნდება — ემერალდ ფენელის ქარიშხლიანი უღელტეხილის წარმატების შემდეგ, ჰოლივუდში ჯეინ ეარის ხელახლა გაცოცხლება განიზრახეს. შარლოტ ბრონტეს კლასიკად ქცეული რომანის მორიგ ეკრანიზაციაზე ბრიტანული სტუდია Working Title იმუშავებს. სერიალში მთავარ როლს ეიმი ლუ ვუდი შეასრულებს, სცენარისტი კი მირიამ ბატი იქნება, რომელსაც პოპულარულ ამერიკულ სერიალ Succession-ზე უმუშავია.
ეიმი ლუ ვუდმა ვუდმა კი, 32 წლის ინგლისელმა მსახიობმა, სახელი ნეტფლიქსის სერიალ Sex Education-ში მონაწილეობით გაითქვა. მოგვიანებით, იგი ასევე გამოჩნდა HBO-ის გახმაურებულ სერიალში The White Lotus. ამ უკანასკნელში შესრულებული როლისთვის მსახიობი ემიზე და ოქროს გლობუსზეც კი იყო ნომინირებული.
ფოტო: AFP
რაც შეეხება Working Title-ს, ამ საპროდიუსერო კომპანიის ანგარიშზე არაერთი ცნობილი ეკრანიზაციაა, მათ შორის, ბრიჯიტ ჯონსის ფილმები, 2005 წლის სიამაყე და ცრურწმენა კირა ნაითლის მონაწილეობით და ოსტინის კიდევ ერთი კინოადაპტაცია, ემა (2020), ანია ტეილორ-ჯოით მთავარ როლში. სტუდია ამჟამად ასევე მუშაობს გონება და გრძნობის ეკრანიზაციაზე, რომელშიც დეიზი ედგარ-ჯოუნსს ვიხილავთ. ამდენად, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ყველასთვის საყვარელი ჯეინ ეარი საიმედო ხელშია...
ჯეინ ეარი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, რომელიც შარლოტ ბრონტემ 1847 წელს გამოსცა კერერ ბელის ფსევდონიმით. რომანმა ლიტერატურული სამყარო შეცვალა: წიგნი, ფაქტობრივად, პირველი პროზაული ნაწარმოებია, სადაც პროტაგონისტის შინაგან მონოლოგს ვხვდებით და პირველ პირში მოთხრობილ პირად განცდებსა და ფიქრებს ვეცნობით. ამასთან, ჯეინ ეარი სოციალური რომანიცაა, რომელმაც, ბევრის მოსაზრებით, დროს გაუსწრო და შეეხო კლასობრივ, რელიგიურ და სექსუალობის საკითხებს.
გასაკვირი არაა, რომ შარლოტ ბრონტეს უკვდავი კლასიკა მრავალგზის ადაპტირებულია: არსებობს მისი კინო, სატელევიზიო, თეატრალური და საოპერო ადაპტაციებიც კი. ჯეინ ეარი დიდ ეკრანზე ბოლოს 2011 წელს გაცოცხლდა — ფილმში მთავარი როლები მაშინ მია ვაშიკოფსკამ და მაიკლ ფასბენდერმა შეასრულეს.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები