ტობიას კრემერი

25 Feb. 2026, 16:54

"როდესაც დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში ჩაფრენაა საკმარისი.

ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხალხის ევროპული ამბიციების დასაკნინებლად. ისინი რუსეთის გზას ადგანან და საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულს ხდიან. მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან გეოპოლიტიკურად ძალიან მოკლე ხედვის სტრატეგიაა, ხოლო ხალხისთვის — საშინელი, რადგან მათ ახლა იმაზე ნაკლები თავისუფლება აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ და არ შეუძლიათ თავისუფლად პროტესტი.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებისას პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა. ეს სრულიად მიუღებელი იქნება, თუკი BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, თუმცა მტკიცებულებები ამაზე მიუთითებს.

ერთადერთი, რაც საქართველოსთან მიმართებით ჯერ კიდევ იმედს იძლევა, ქართველი ხალხია. ეს არის ისეთი ადამიანების სიმამაცე, როგორიცაა მზია ამაღლობელი, რომელსაც სახაროვის პრემია სრულიად სამართლიანად გადავეცით. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ჩასვლისას ვხვდებით: ისინი, ვინც კვლავ გადიან ქუჩაში, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომლის წინაშეც დგებიან.

ასე რომ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ შესწორებების წარდგენას, განსაკუთრებით იმისათვის, რომ ვნახოთ, როგორ შევიმუშაოთ ეფექტური სანქციები ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ ისე, რომ არ დავაზიანოთ საქართველოს მოსახლეობა. ჩვენი პოზიცია მკაფიოა: საქართველო ეკუთვნის ევროპას, ქართული ოცნება კი — არა".

განაცხადა ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ საუბრისას [სიტყვის თარგმანს "პუბლიკა" ავრცელებს].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…