მიხეილ ყაველაშვილმა 33 პირი, მათ შორის ქეთი დუმბაძე, გიორგი კანდელაკი, გია მურღულია მერაბ კოკოჩაშვილი, ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ოცნების პრემიერ ირაკლი კობახიძის და ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით — ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების ორდენით 33 პირი დაჯილდოვდა:
- "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს წევრი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი;
- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე;
- საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი, გუნდის დირიჟორი ჯიქი ჯანგულაშვილი;
- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი გიორგი ანდღულაძე;
- მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე;
- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ოთარ ჯორჯიკია;
- საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია;
- საქართველოს ხელოვნების სასახლის — კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია;
- Gigastudio-ს და საბავშვო სტუდია "ბზიკების სტუდიოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი კუხიანიძე;
- აიბი-მთიების სკოლის პედაგოგი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების კონსულტანტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გრიგოლ მურღულია;
- შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ფესვების" ქორეოგრაფი ბადრი დარჩიძე;
- შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ფესვების“ მუსიკოს-აკომპანიატორები მინდია ბერიძე და როლანდ ივანაძე;
- შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ფესვების" 19 მოცეკვავე: დავით მაკარაძე, ზვიად ბოლქვაძე, თამაზ ბერიძე, ლევან ფუტკარაძე, მაყვალა ბუჩუკური, მიხეილ მელიქიშვილი, მიხეილ ფუტკარაძე, მუხრან დარჩიძე, ნანული გოგიტიძე, ნოდარ ქარცივაძე, ნოდარ დავითაძე, ნუგზარ ხიმშიაშვილი, რევაზ მჟავანაძე, რუსუდან დარჩიძე, შალვა მიქელაძე, ხასან ხილაძე, ჯემალ ართმელაძე, შოთა დიასამიძე და მიხეილ კაკალაძე (სიკვდილის შემდეგ);
- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე.
ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.
მიხეილ ყაველაშვილმა დაჯილდოებულებს მათი შემოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი სახით საქართველოს ჰყავს ადამიანები, რომლებიც ქართული კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებაზე ზრუნავენ და ამ საქმეს სამაგალითოდ, ღირსეულად ასრულებენ.
"როგორც მოგეხსენებათ ქართული კულტურა ერთ-ერთი ყველაზე კარგად წარმომჩენია ქართული ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხასიათის. ყოველთვის იყო დრო იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა ყოფილიყო მაღალ დონეზე და ადამიანები, რომლებიც ისტორიის მანძილზე ქმნიდნენ ამ უდიდეს შემოქმედებას, დღემდე არიან საჩვენებელი ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამით ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი.
დარგები, რომელიც შემადგენელია ქართული კულტურის — კინო, მუსიკა, თეატრი, მწერლობა, ამით გამორჩეული ვართ და ყოველთვის ვართ ამაყნი და ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოში ეს სფერო იქნება მაღალ დონეზე, იმდენად დიდი ტრადიციაა ქართული კულტურის.
რა თქმა უნდა, ამას ჭირდება გაფრთხილება, ჭირდება ხელშეწყობა, იმიტომ, რომ ის, რაც აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა აუცილებელია, რომ გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობას. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქმნით ამ უდიდეს შემოქმედებას და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე.
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს უნიკალური ქართული კულტურა და ვამაყობთ ამით. ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მინდა მოგილოცოთ ეს ჯილდო და გისურვოთ მომავალში წარმატებები", — განაცხადა ყაველაშვილმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები