ბილ გეიტსმა ეპსტინთან კავშირის გამო მოიბოდიშა და ორ რუს ქალთან ცოლის ღალატი აღიარა
ფოტო: Financial Times
ამერიკელმა ბიზნესმენმა ბილ გეიტსმა აღიარა, რომ ყოფილ მეუღლეს, მელინდა გეიტსს, ურთიერთობის დროს 2 რუს ქალთან უღალატა. ამასთანავე, გეიტსმა თავისი საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლებს სექს-ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპსტინთან წარსული კავშირების გამო ბოდიში მოუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ არანაირი სახის უკანონო ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
"მე უკანონო არც არაფერი ჩამიდენია და არც მინახავს," — განაცხადა 70 წლის მილიარდერმა და Microsoft-ის თანადამფუძნებელმა გეიტსის ფონდის შეხვედრაზე.
ბილ გეიტსი
ფოტო: REUTERS/Denis Balibouse
იხილეთ: ვინ იყო სინამდვილეში ჯეფრი ეპსტინი? — მძიმე დანაშაულები და ელიტური წრეები
გეიტსისა და ეპსტინის წარსული ურთიერთობის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეპსტინის ფაილები გაასაჯაროვა. მასალებში ეპსტინის წლების წინანდელი ელექტრონული წერილების შაბლონები აღმოჩნდა. ამ წერილებში ჯეფრი ამტკიცებდა, რომ გეიტსს რუსი ქალებისგან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია შეეყარა, რის შემდეგაც ეპსტინს სთხოვა დახმარება, რათა ეს ფაქტი მეუღლისთვის დაემალა.
მელინდა და ბილ გეიტსები
ფოტო: Kevin Mazur
გეიტსის წარმომადგენელმა წარსულში ეპსტინის ამ ბრალდებებს სრული სიცრუე უწოდა, თუმცა 24 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე თავად გეიტსმა დაადასტურა, რომ ორ რულს ქალთან ჰქონდა ურთიერთობა: "ერთ-ერთი რუსი ბრიჯის (ბანქოს) მოთამაშე იყო, რომელიც ბრიჯის ტურნირებზე გავიცანი და მეორე ქალი რუსი ბირთვული ფიზიკოსია, რომელსაც საქმიან გარემოში შევხვდი".
2023 წელს დადგინდა, რომ ეს "ბრიჯის მოთამაშე" ქალი მილა ანტონოვაა, რომელიც გეიტსს დაახლოებით 2010 წელს შეხვდა, როცა 20-დან 30 წლამდე ასაკის იყო.
ბილ გეიტსი და მილა ანტონოვა
ფოტო: Screengrab
ამ აღიარებასთან ერთად, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ ეპსტინის მსხვერპლ ქალებთან ერთად დრო არასდროს გაუტარებია. ასევე აღნიშნა, რომ ეპსტინის გარემოცვაში ყოფნა მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. გეიტსმა სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი ეპსტინი 2011 წელს გაიცნო — მას შემდეგ, რაც ეპსტინმა არასრულწლოვანის პროსტიტუციაში მონაწილეობის დანაშაული აღიარა. გეიტსის თქმით, ეპსტინთან 2014 წლამდე ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა მასთან ერთად ან მის რომელიმე კუნძულზე ღამე არასდროს გაუტარებია.
ჯეფრი ეპსტინი და ბილ გეიტსი
ფოტო: Financial Times
ბიზნესმენი წუხს, რომ წარსულში ეპსტინთან კავშირმა გეიტსის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა და რეპუტაცია შელახა:
ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, რომლებიც ამ ამბავში ჩემი დაშვებული შეცდომის გამო გაეხვივნენ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები