როგორ ვაქციოთ განსაკუთრებულად დედის დღე თიბისისთან ერთად?
ფოტო: თიბისი
უკვე გაზაფხულია, რაც იმის ნიშნავს, რომ ზამთრის რუტინას ვემშვიდობებით და თბილი ამინდების გამოსვლასთან ერთად, ყველაზე ემოციური დღესასწაულისთვის — დედის დღისთვის მზადებას ვიწყებთ.
3 მარტი მშვენიერი საბაბია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სიყვარული და მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, როგორ აქციო დედის დღე განსაკუთრებულად, ჩვენ მოგიმზადეთ რეკომენდაციები, რომლებიც დედისთვის სახალისო აქტივობისა ან განსაკუთრებული საჩუქრის არჩევაში დაგეხმარება.
გახსოვდეს, რომ ხშირად ყველაზე დასამახსოვრებელი, უბრალოდ, ერთად გატარებული დროა. ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში იშვიათად თუ ვახერხებთ მშვიდად დაჯდომას, ერთმანეთის ამბების მოსმენას და საზრუნავისგან სრულად გათიშვას. ამიტომ, 3 მარტი იდეალური დღეა იმისთვის, რომ მთელი ყურადღება დედას დავუთმოთ და ვაგრძნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის:
გამოიყენეთ ადრეული გაზაფხულის ამინდი და გაისეირნეთ მის საყვარელ პარკში ან ქალაქის მშვიდ უბნებში. სუფთა ჰაერი და აუჩქარებელი საუბარი ყოველდღიური საზრუნავისგან განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა;
მოიმარაგეთ გემრიელი ჩაი ან ყავა, გადაშალეთ ოჯახის ძველი ფოტოალბომები და ერთად გაიხსენეთ მომენტები, რომლებიც ფოტოების გადაღებისას კადრს მიღმა დარჩა;
ხოლო თუ კულინარიაც გიტაცებთ, დღის საყვარელი კერძით ან დესერტით დაგვირგვინება და ერთმანეთის გამასპინძლებით დედის დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და მყუდრო გახდება.
ყურადღება და ერთად ყოფნა მთავარია, თუმცა ამ დღეს სასიამოვნო საჩუქარი კიდევ უფრო გაალამაზებს. ამაში კი თიბისის შეთავაზებები დაგეხმარება:
2 და 3 მარტს ქვემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებში, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებ და თანხას ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებ.
ახალი თიბისი ბარათითა და ერთგული საკრედიტო ბარათით თითოეულ ობიექტში გადახდისას მაქსიმუმ 100 ლარი დაგიბრუნდებათ. კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით თითოეულ მაღაზიაში მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ქეშბექით სარგებლობისთვის შეთავაზებები თავდაპირველად მობაილბანკში უნდა გაიაქტიუროთ.
სად შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?
კლასიკური სუნამო ან თავის მოვლის ძვირად ღირებული საშუალებები ბევრი დედისთვის სასურველი საჩუქარია. პარფიუმერიისა და კოსმეტიკის უდიდესი არჩევანი ისი პარიში, ვულე-ვუსა და ლუტეციაში გელოდება. შეურჩიე დედას მისი საყვარელი სურნელი ან ახალი, საგაზაფხულო არომატი.
მათთვის, ვინც უპირატესობას მცენარეულ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს ანიჭებს, ივ როშე საუკეთესო არჩევანია, სადაც სახისა და ტანის მოვლის უნიკალურ ხაზს აღმოაჩენ.
ხოლო თუ დედისთვის სალონური, სპა გამოცდილების გაზიარება გსურს, დესანჟი და Beauty Bar სწორედ ის ადგილებია, სადაც შეგიძლია, პროფესიონალური თავის მოვლის საშუალებები ან სილამაზის პროცედურები შეიძინო.
იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტი ესთეტიკური დეტალები და სახლის სიმყუდროვეა, აუცილებლად უნდა მოინახულო Atelier Rebul, სადაც ნიშურ სუნამოებს, სახლის უმაღლესი ხარისხის ჰაერის არომატიზატორებსა და ტანის მოვლის პრემიუმ ხაზს გაეცნობი.
არ დაგავიწყდეს, რომ საუკეთესო საჩუქარი ერთად გატარებული დრო და ის სითბოა, რომელსაც საყვარელ ადამიანებს ვუზიარებთ. თუმცა ლამაზად შეფუთული, გულით შერჩეული ნივთი თუ აქტივობა ამ ემოციებს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები