ირანში მომხდარ სასიკვდილო დარტყმებამდე, CIA ხამენეის თვეების განმავლობაში აკვირდებოდა — აიათოლას მკვლელობის დეტალები
ფოტო: Wana News Agency/Reuters
თვეების განმავლობაში CIA და ისრაელის დაზვერვა აიათოლა ალი ხამენეის ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებოდნენ. ამის შესახებ CNN და FT წერენ.
FT-ს ცნობით, ცოტა ხნით ადრე, სანამ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ ყურადღება გაამახვილა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნის, აიათოლა ალი ხამენეის, ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ადგილმდებარეობაზე.
ოპერაციასთან კარგად ნაცნობი პირების ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აიათოლა ხამენეის თვეების განმავლობაში აკვირდებოდა. შეერთებული შტატებისა და ისრაელის მთავრობებმა, რომლებიც თავდაპირველად ღამით, სიბნელის საფარქვეშ დარტყმის განხორციელებას გეგმავდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება, ოპერაციის დრო შეეცვალათ. სააგენტომ შეიტყო, რომ შაბათს დილით თეირანის ცენტრში, ლიდერების კომპლექსში ირანელი მაღალჩინოსნების შეხვედრა უნდა გამართულიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის უზენაესი ლიდერიც ადგილზე იქნებოდა.
ფოტო: CNN
პილოტებისადმი გაგზავნილ წერილში ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა, დაწერა:
"შაბათს გამთენიისას იწყება ოპერაცია "ლომის ღრიალი". თქვენ გაქვთ ნებართვა, დაარტყათ თქვენს სამიზნეებს. ჩვენ ისტორიას ვწერთ. მე თქვენი მჯერა. წარმატებები ყველას".
ისრაელის დროით დილის 6 საათზე, ისრაელის გამანადგურებლებმა აშშ-თან ერთად, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, კოორდინირებული იერიში მიიტანეს კომპლექსზე . რამდენიმე საათში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხამენეის სიკვდილი დაადასტურა.
"მან ვერ შეძლო თავი აერიდებინა ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემებისთვის და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვერც მან და ვერც სხვა ლიდერებმა, რომლებიც მასთან ერთად განადგურდნენ, ვერაფერი გააწყვეს", — დაწერა ტრამპმა.
დარტყმის შედეგად დაიღუპა რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის:
- აზიზ ნასირზადე (თავდაცვის მინისტრი),
- მოჰამედ პაკპური (ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი),
- სეიდ მაჯიდ მუსავი (ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების სარდალი).
"ისრაელი რეგულარულად აკვირდება თავისი მთავარი მოწინააღმდეგეების ყველა ლიდერს... როდესაც ასეთ ოპერაციას ატარებ, გჭირდება დამატებითი დაზვერვა და რამდენიმე ელემენტისა და ფაქტორის ერთმანეთთან დაკავშირება, რაც საკმაოდ რთულია", — აღნიშნა ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა.
ოპერაციას წინ მრავალკვირიანი მომზადება უძღოდა. დეკემბერში, მარ-ა-ლაგოში გამართულ შეხვედრაზე, ნეთანიაჰუმ ტრამპს აცნობა, რომ ირანი ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და ბირთვულ პოტენციალზე მუშაობას აახლებდა. ირანში საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ საბრძოლო მზადყოფნაში იყო. რეგიონში ორი ავიამზიდი და ასობით თვითმფრინავი გაიგზავნა.
საჯაროდ ტრამპი დიპლომატიურ ხაზს ინარჩუნებდა. 11 თებერვალს ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მან დაწერა:
"არაფერი გარკვეული არ გადაწყვეტილა, გარდა იმისა, რომ მე მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება", — აღნიშნა ტრამპმა.
თუმცა, ჟენევაში ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის მონაწილეობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჩაიფუშა. პარასკევს, ტეხასში ყოფნისას, ტრამპმა მომავალი დარტყმის სერიოზულობა აღიარა.
"ახლა დიდი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. არ არის მარტივი", — აღნიშნა მან.
მომდევნო დილას, 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა. დონალდ ტრამპმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განადგურების განზრახვის შესახებ გამოაცხადა. თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები