სებ: თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს განიხილავს
ეროვნულმა ბანკმა bm.ge-ის განუცხადა, რომ თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ.
"ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს", — აქვეყნებს bm.ge სებ-ის პასუხს.
ცნობისათვის, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი".
"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის განმარტებით, საქართველოში ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ ₾50 მლნ-ის განთავსება. ₾50 მლნ-ის მიღმა, ბანკის ინფრასტრუქტურის ნულიდან მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო.
"საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ 50 მილიონი ლარის განთავსება. ეს არის საწესდებო კაპიტალი, ე.წ. ბუფერი, რომელიც ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად ინახება და მისი საოპერაციო ხარჯებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
50 მილიონის მიღმა, ბანკის ინფრასტრუქტურის ნულიდან მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო. ეს მოიცავს ძირითადი საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და პროფესიონალი გუნდის შენახვას.
მარეგულირებელი ითხოვს კაპიტალის წარმომავლობის სრულ დადასტურებას. მფლობელობის სტრუქტურა ბოლომდე ნათელი უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ფულის გათეთრებისა და სხვა სისტემური რისკები.
ინვესტორებს, სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს უნდა ჰქონდეთ უნაკლო პროფესიული და ფინანსური რეპუტაცია. მსგავს ინსტიტუტში სრულად დაუშვებელია ინტერესთა კონფლიქტი.
აუცილებელია დეტალურად გაწერილი ბიზნეს-გეგმა, კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები და რისკების მართვის გამართული, საერთაშორისო დონის ჩარჩო.
ასე რომ, საბანკო ლიცენზიის მოპოვება რეპუტაციის, სანდოობისა და რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უმკაცრესი ტესტია და არა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის დასტური”, — დაწერა გიორგი კეპულაძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" 24 თებერვალს დაასანქცირა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები