ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
გერმანიის ბუდენსტაგის წევრი, რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს.
- "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
- "ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არ აღიარება 3 წლით პატიმრობით დაისჯება
რობინ ვაგენერი მთავრობას საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მტკიცედ დგანან ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც რისკების მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.
"საქართველოს ავტორიტარი მმართველები სულ უფრო მეტად გარდაქმნიან სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც დემოკრატიული იმედის მნათობ ქვეყანას ერთპარტიულ დიქტატურად, რითაც ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ.
დღეს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე. სამართლის უზენაესობა, რომელიც ისედაც ძლიერ დასუსტებული იყო, კიდევ უფრო ილახება.
"გრანტების შესახებ კანონის" ახალი დებულებების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა ახლა მთავრობის წინასწარ თანხმობას ექვემდებარება და, ფაქტობრივად, საყოველთაო ეჭვქვეშაა დაყენებული. პირებს, რომლებმაც მიიღეს უცხოური დაფინანსება, რვა წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიასა თუ მოძრაობაში გაწევრიანება და, ამგვარად, ისინი განზრახ არიან გარიყულნი პოლიტიკური კონკურენციიდან. ახლად შემოღებული სისხლის სამართლის დანაშაული — "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ" — იმდენად ბუნდოვნად არის ფორმულირებული, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმური კრიტიკაც კი შეიძლება მოექცეს მის ფარგლებში.
უფრო მეტიც, ამჟამად საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო 100-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის ჟურნალისტები, როგორიცაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, ასევე წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ქართული ოცნება სისტემატურად ცდილობს ქვეყნის შიგნით კრიტიკოსების დაშინებას, დაპატიმრებასა და გაჩუმებას.
მოვუწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც უდიდესი რისკების მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის", — წერს გერმანიის ბუდენსტაგის წევრი.
შეგახსენებთ, "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების" მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება, ამას გარდა დასჯადი ხდება გრანტების შესახებ კანონის დარღვევა და ბიზნესსუბიექტის პოლიტიკური აქტივობა.
ასევე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი — "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ".
ამ მუხლის დარღვევა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.
კანონს ხელი მიხეილ ყაველაშვილმა 4 მარტს მოაწერა, რის შემდეგ ის ძალაშია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები