11 ქვეყანა პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელორუსი ათლეტების ეროვნული დროშით ასპარეზობას ბოიკოტს უცხადებს — საქართველო ბოიკოტს არ უერთდება
უკრაინის ნაკრები ვერონაში დაგეგმილ ცერემონიას პროტესტის ნიშნად გამოტოვებს. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) განჩინებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ექვს რუს და ოთხ ბელარუს ათლეტს შეჯიბრებაზე ნეიტრალური სტატუსის ნაცვლად, საკუთარი ეროვნული დროშებით გამოსვლის ნება დართეს. ინფორმაციას france24 ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთსა და ბელარუსს 2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ, თუმცა ორი წლის შემდეგ, პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, მათ ასპარეზობის უფლება ნეიტრალური ათლეტების სტატუსით მისცეს.
ცერემონიის ბოიკოტის საკითხში უკრაინელებს შეუერთდებიან ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია და პოლონეთი. ბოიკოტს არ შეუერთდა საქართველო. IPC-ის გადაწყვეტილება ევროპელმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. ევროკავშირის განცხადებით, ცერემონიას ბოიკოტს მისი წარმომადგენელიც გამოუცხადებს.
IPC-ის პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის და მისი ორგანიზაცია ბოიკოტის გამო "ღრმად იმედგაცრუებულნი" არიან. მან აღნიშნა, რომ ცერემონია "პოლიტიზებული" არ უნდა იყოს და დასძინა, რომ არსებობს "სხვადასხვა გზა და სივრცე შეტყობინებების გასაგზავნად და საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად".
მან გადაწყვეტილება გასული წლის სექტემბრის გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრით გაამართლა, სადაც ორივე ქვეყნის საკუთარი დროშებით დაბრუნებას მხარი დაუჭირეს. მან ასევე დაამატა, რომ გასული წლის დეკემბერში სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) მიერ გამოტანილმა დადგენილებამ გზა გაუხსნა რუს და ბელარუს ათლეტებს, რათა თამაშებზე კვალიფიკაცია კანონიერი უფლებით გაევლოთ.
ჯერ კიდევ უცნობია, რა ფორმას მიიღებს შემდგომი პროტესტი ცერემონიაზე, რომელიც, წესით, ერთიანობისა და ჰარმონიის იდეას უნდა ემსახურებოდეს. ასევე უცნობია, როგორ მიიღებენ მაყურებლები რუს და ბელარუს ათლეტებს ვერონას ისტორიულ არენაზე.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კახა კალაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ბოიკოტს არ შეუერთდება, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"არანაირ ბოიკოტს არ შევუერთდებით. არაერთი მოწოდება გაგვიკეთეს, მაგალითად, სანქციებთან დაკავშირებითაც. რატომ უნდა შევუერთდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის დამაზიანებელი იქნება? იმავენაირად, სპორტსმენებმა რატომ უნდა გადადგან ასეთი ნაბიჯი, რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მე ფეხბურთით ვიყავი ამდენი წლის განმავლობაში დაკავებული. ყველა საერთაშორისო ტურნირი ნებისმიერი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია. ემზადებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთ შეჯიბრებებში წარმატებას მიაღწიონ", — განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ერთ მეტოქეს არ ერიდებიან და მისივე თქმით, "გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და სათხილამურო ტრასებზე უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!"
"ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს!
ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის.
ის ქვეყნები კი, რომლებიც ბოიკოტს არ შეუერთდნენ, არიან: აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია, ესპანეთი, ისლანდია, ბელგია, პორტუგალია, ავსტრია, და კიდევ 34 ქვეყანა.
აღსანიშნავია, რომ ამ 45 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოში მოქმედმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს საკითხი და გამოხატა აღშფოთება იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს.
სხვათა შორის, 2008 წელს, როცა აგვისტოს ომიდან ერთი თვე იყო გასული, პარალიმპიადის გახსნაზე პეკინში ეს ქვეყნები ამაყად იდგნენ ერთად და საერთო სურათებსაც იღებდნენ. საქართველო არავის გახსენებია მაშინ.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 2022 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რუსეთის ნაკრებს რომ პარალიმპიადაზე ეროვნული სიმბოლიკით არ მიეღო მონაწილეობა და არც მერე შეგვიცვლია პოზიცია, მაგრამ 2025 წელს IPC-ის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც 2025 წლის 5 დეკემბერს სპორტის საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის მიერ მოგებული საქმეც მოჰყვა და ამით მონაწილეობს საკითხი დაიხურა.
ჩვენ არც ერთ მეტოქეს არ ვერიდებით. ბევრისთვის მოგვიგია და კიდევ ბევრს დავამარცხებთ, უბრალოდ იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, კიდე ბოიკოტით აღტყინების და ბულინგის გზას ვინც ადგას, ეს ნამდვილად უხერხულია.
გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და სათხილამურო ტრასებზე უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!
წარმატება ჩვენს გმირ ქართველ პარა ათლეტებს!", — დაწერა მან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები