TI: "ვაზისა და ღვინის შესახებ"კანონის ახალი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის
ფოტო: SNAP-Ed Connection
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" (TI) "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, რომელთაგან უმეტესობა, მათი შეფასებით, კორუფციული რისკების ზრდას გამოიწვევს და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს გააჩენს. TI აღნიშნავს, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას და ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება.
- სამეწარმეო მიზნებისთვის ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა იქნება საჭირო
- შალვა კერესელიძე: ღვინის ხარისხის დაცვა თუ გინდათ, ვენახიდან ქარხნამდე ყურძნის გადატანის ნორმების დაცვით დაიწყეთ
"4 მარტს მეორე მოსმენით იქნა მიღებული ცვლილებები "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში. წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, რომელთაგან უმეტესობა, ჩვენი შეფასებით, კორუფციული რისკების ზრდას გამოიწვევს და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს გააჩენს.
კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებელის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება", — წერია განცხადებაში.
TI წერს, რომ ცვლილებები კითხვებს აჩენს, რომლებზეც ავტორებს არ უმსჯელიათ. კითხვები ეხება მეწარმის ფუნდამენტური უფლების გაუმჭვირვალე შეზღუდვას, მცირე მარნების რისკებს და მოსაკრებლის დაწესების საფრთხეს.
"ცვლილებები აჩენს არაერთ ლეგიტიმურ და პასუხგაუცემელ შეკითხვას, რომლებზეც კანონპროექტის ავტორებს არ უმსჯელიათ:
მეწარმის ფუნდამენტური უფლების გაუმჭვირვალე შეზღუდვა: რატომ იზღუდება მეწარმის ფუნდამენტური უფლება — აწარმოოს და გაყიდოს პროდუქტი — ისეთი ბუნდოვანი მიზნით შემოღებული ნებართვით, რომლის გაცემის კრიტერიუმები, ვადები, გასაჩივრების წესი და გამჭვირვალობის სტანდარტი კანონით (თუნდაც ჩარჩოს დონეზე) საერთოდ არ არის დაწესებული? როდესაც სააგენტო ირგებს საერთაშორისო პრაქტიკისთვის შეუსაბამო ფუნქციებს და ყველა გადაწყვეტილება მინისტრის ერთპიროვნულ ბრძანებას არის მინდობილი, რა ანტიკორუფციული მექანიზმი გვიცავს იმისგან, რომ ეს გაუმჭვირვალე პროცედურები ბაზრის მოთამაშეების შერჩევითი კონტროლისა და შევიწროებისთვის არ იქნეს გამოყენებული?
მცირე მარნების რისკები: რას ემსახურება მცირე, საოჯახო მარნებისთვის დაწესებული გამონაკლისის გაუქმება და რთული ტექნოლოგიური აღრიცხვიანობის დავალდებულება? ხომ არ შექმნის ეს არაპროპორციული ტვირთი მცირე მწარმოებლების ბაზრიდან განდევნის ან მათი ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლის საფრთხეს?
მოსაკრებლის დაწესების საფრთხე: თუკი განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა გაიცემა "უფასოდ", რატომ არ არის ეს უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი პირდაპირ ასახული კანონის ტექსტში, რათა გამოირიცხოს მომავალში მინისტრის ბრძანებით მევენახეებისთვის დამატებითი მოსაკრებლების დაწესება?", — წერია განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები