ირანში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 168 ადამიანი გარდაიცვალა — გამოძიება აშშ-ს ბრალეულობაზე მიუთითებს
28 თებერვალს, ირანში, ქალაქ მინაბში დაწყებითი კლასების გოგონათა სკოლა დაიბომბა, რამაც 168 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან უმეტესობა 7-12 წლამდე ბავშვია.
The New York Times-ის გამოძიებით, სატელიტური სურათები და გადამოწმებული ვიდეოების გაანალიზება მიუთითებს, რომ სკოლის შენობა მნიშვნელოვნად დაზარალდა და მასზე ერთზე მეტი მიზნობრივი დარტყმა განხორციელდა.
The Guardians-ის ინფორმაციით, დაწყებითი კლასების სკოლა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსიდან (IRGC) 600 მეტრში მდებარეობდა, სკოლა სრულიად სამოქალაქო დაწესებულება იყო და 600 მეტრში არსებულ სამხედრო შენობისგან სრულიად განცალკევებით იდგა.
დაბომბვაში ამერიკის მხარის ბრალეულობაზეც Reuters-ის წერს. აშშ-ის სამხედრო გამოძიებათა წყაროების თანახმად არსებობს მოსაზრება, რომ ირანის გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ შეტევაზე აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელნი. 4 მარტს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის არმია ინციდენტს იკვლევს. პენტაგონის პრესსპიკერმა კაპიტანმა ტიმოთი ჰოკინსმა Reuters-ს განუცხადა, რომ "თუკი ინციდენტი გამოძიების ეტაპზეა, კომენტარის გაკეთება უგუნურობა იქნება".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ თავს შეიკავებს პასუხის გაცემისგან და დასძინა "ომის დეპარტამენტი აღნიშნულ თავდასხმას იძიებს". რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ამერიკა სკოლას განზრახ არასდროს დაარტყამდა, ეს "ირანის სტილია".
"ვნახე ეს ცნობები, არ მაქვს [პასუხი]. განა იმიტომ, რომ პასუხზე თავს ვარიდებ, არამედ არ მინდა რამე არასწორად ვთქვა.
ცხადია, აშშ სკოლას მიზანში განზრახ არ ამოიღებდა — ჩვენი სამიზნეებია რაკეტები, მათი წარმოებისა და გაშვების შესაძლებლობები და კამიკაძე დრონები, ამაზე ვართ კონცენტრირებული და არანაირი ინტერესი არ გვექნებოდა და გულწრფელად არც არანაირი სტიმული, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მიზანში ამოგვეღო. მეორე მხრივ, ირანელები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანში იღებენ თქვენ ეს გინახავთ დარწმუნებული ვარ. ისინი არტყამენ სასტუმროებს, საელჩოებს, აეროპორტებს, ნავთობ ინფრასტრუქტურებს," — განაცხადა რუბიომ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა აშშ-ის მხარის მიერ სკოლის დაბომბვაზე საუბრისას განაცხადა: "რაც ჩვენ ვიცით, არა," და დასძინა, რომ "ომის დეპარტამენტი ამ საკითხს იკვლევს".
ირანის წითელმა ნახევარმთვარე საზოგადოებამ განაცხადებით, 28 თებერვლიდან აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებისგან ირანში 555 ადამიანი დაიღუპა , ხოლო Human Rights Activist-ის ინფორმაციით, გარდაცვლილების რაოდენობა 742-ს აღწევს, მათ შორის 176 ბავშვია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები