ვინ ითამაშებს The White Lotus-ის მე-4 სეზონში?
ფოტო: Arno Lam/India Lange/Dantstudio H&K
ახალი ინფორმაციით, The White Lotus-ის მე-4 სეზონში მსახიობები — ვენსან კასელი, კორენტენ ფილა და ნადია ტერეშკევიჩი ითამაშებენ.
ისინი შეუერთდებიან მსახიობებს: სანდრა ბერნჰარდს, ჰელენა ბონემ კარტერს, სტივ კუგანს, ქეილებ ჯონტ ედვარდსს, დილან ენისს, არი გრეინორს, მარისა ლონგს, ალექსანდერ ლუდვიგს, კრის მესინასა და ეიჯეი მიჩალკას. HBO-ს განცხადებით, კასთინგის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ახალი მსახიობები კი თანდათან გამოცხადდებიან.
ჰელენა ბონემ კარტერი, მარისა ლონგი და კრის მესინა
ფოტო: Hollywood Reporter
სერიალის გასული სეზონები ჰავაიში, იტალიასა და ტაილანდში გადაიღეს, მეოთხე სეზონისთვის კი The White Lotus საფრანგეთისკენ მიემართება. სიუჟეტი სასტუმროს ახალი დამსვენებლებისა და თანამშრომლების ერთკვირიან თავგადასავალზე მოგვიყვება.
ფოტო: CNN
კასტის ახალი წევრების კარიერული გზა:
ვენსან კასელი განსაკუთრებით ცნობილია ფრანგულ ფილმებში მონაწილეობით. ამ ფილმებს შორის არის: La Haine (1995), Irréversible (2002) და Mesrine (2008). რაც შეეხება ინგლისურენოვან ნამუშევრებს, მსახიობი შეგიძლიათ იხილოთ ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: Ocean’s Twelve (2004), Ocean’s Thirteen (2007) და Black Swan (2010).
ვინსენტ კასელი
ფოტო: Playlist
კორენტენ ფილას კარიერა ისეთ ნამუშევრებს მოიცავს, როგორებიცაა ფრანგული ფილმი Being 17 (2016) და ფრანგული სერიალი Escort Boys (2023).
კორენტენ ფილა
ფოტო: Brulier
ნადია ტერეშკევიჩმა მთავარი როლები შეასრულა ფრანგულ-იტალიურ ფილმში Forever Young (2022) და იტალიურ ვესტერნში Heads or Tails? (2025).
ნადია ტერეშკევიჩი
ფოტო: Radio France
The White Lotus-ის შემქმნელი, მწერალი და რეჟისორი მაიკ უაითია, რომელიც დევიდ ბერნადთან და მარკ კამინთან ერთად სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები