Gen Z კაცების თითქმის მესამედი მიიჩნევს, რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს
ფოტო: Vice
გლობალური გამოკითხვა აჩვენებს, რომ ახალგაზრდა კაცებსა და ბიჭებს გენდერული როლების შესახებ უფრო კონსერვატიული შეხედულებები აქვთ, ვიდრე უფროს თაობებს.
Z თაობის კაცებისა და ბიჭების თითქმის მესამედი ფიქრობს, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს ნათქვამია 23,000 ადამიანის გლობალურ გამოკითხვაში, რომელმაც აჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცებს გენდერული როლების შესახებ უფრო კონსერვატიული შეხედულებები აქვთ.
29 ქვეყანაში (მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და ინდოეთში) ჩატარებული კვლევის მიხედვით, Gen Z კაცების მესამედმა (33%) ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე საბოლოო სიტყვა ქმარს უნდა ეკუთვნოდეს. ამავე თაობაში კაცების 21%-ს სჯერა, რომ ის კაცები, რომლებიც ბავშვების მოვლაში მონაწილეობენ, ნაკლებად მამაკაცურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებს.
კვლევამ აჩვენა, რომ Gen Z კაცები (დაბადებულები 1997-2012 წლებში) ორჯერ უფრო მეტად იზიარებენ კონსერვატიულ შეხედულებებს ქორწინებაში გადაწყვეტილების მიღებაზე, ვიდრე "ბეიბი ბუმერი" კაცები (დაბადებულები 1946-1964 წლებში). უფროსი თაობის კაცების მხოლოდ 13% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცოლი ყოველთვის უნდა ემორჩილებოდეს ქმარს. ქალებს შორის ამ მოსაზრებას Gen Z-ის 18% და ბუმერების 6% ეთანხმება.
კვლევა ჩატარდა 2025 წლის 24 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე და მასში მონაწილეობა მიიღო 23,268 ონლაინ რესპონდენტმა
ამ დებულებას ყველაზე მეტად ინდონეზიასა (66%) და მალაიზიაში (60%) ეთანხმებიან (ორივე სქესის წარმომადგენლები), აშშ-ში ეს მაჩვენებელი 23%-ია, ხოლო დიდ ბრიტანეთში — 13%.
ყოველწლიური კვლევა, რომელიც Ipsos-ისა და ლონდონის King’s College-ის ქალთა გლობალური ლიდერობის ინსტიტუტის მიერ 16 წელზე უფროსი ასაკის პირებში ჩატარდა, გენდერულ როლებთან დაკავშირებით სხვადასხვა თაობის კაცების რწმენებს შორის მკვეთრ განსხვავებას ავლენს:
- Gen Z კაცების თითქმის მეოთხედი (24%) ფიქრობს, რომ ქალები ზედმეტად დამოუკიდებლები ან თვითმყოფადები არ უნდა ჩანდნენ, მაშინ როცა ბუმერებში ეს მაჩვენებელი 12%-ია;
- სექსუალურ ნორმებთან დაკავშირებული დამოკიდებულებებიც მკვეთრად განსხვავდება: Gen Z კაცების 21% მიიჩნევს, რომ "ნამდვილმა ქალმა" არასოდეს უნდა გამოიჩინოს ინიციატივა სექსში; ბუმერებში ასე მხოლოდ 7% ფიქრობს;
- Gen Z კაცების ნახევარზე მეტმა (59%) თქვა, რომ კაცებისგან თანასწორობის მხარდასაჭერად ზედმეტს მოითხოვენ; ბუმერებში ეს მაჩვენებელი 45%-ია. ქალებში ეს პროპორციები შესაბამისად 41% და 30%-ია.
- მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად მათ სჯერათ, რომ ქალი ზედმეტად დამოუკიდებელი არ უნდა ჩანდეს, Gen Z კაცები ასევე არის ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად მიიჩნევს, რომ წარმატებული კარიერის მქონე ქალები კაცებისთვის უფრო მიმზიდველები არიან, ამ დებულებას 41% დაეთანხმა.
პროფესორმა ჰეჯუნგ ჩუნგმა, ქალთა გლობალური ლიდერობის ინსტიტუტის დირექტორმა და კვლევის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული იმედისმომცემი ნიშნებიც, მაგალითად, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია ისეთ საკითხებში, როგორიცაა მთავრობაში მეტი ქალის ყოფნის საჭიროება.
თუმცა, როდესაც შედარებითი მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა, გამოჩნდა, რომ შეხედულებები უფრო კონსერვატიული ხდება. 2019 წელს გლობალურად ადამიანების 42% ამბობდა, რომ მათ ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვამ საკმარის დონეს მიაღწია, ახლა კი ეს მაჩვენებელი 52%-ია. ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 12 პუნქტით გაიზარდა.
"ვფიქრობ, ბევრია უკმაყოფილება და შიში იმისა, რომ კაცები სოციალურ პოზიციებს კარგავენ", — თქვა ჩუნგმა — "იქმნება ვაკუუმი, რომელიც ივსება რიტორიკითა და ხმებით, რომლებიც ცდილობენ ახალგაზრდა კაცები განაწყონ გენდერული თანასწორობის, ახალგაზრდა ქალებისა და მიგრანტების წინააღმდეგ".
გამოკითხვის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ Gen Z კაცებს უფრო კონსერვატიული მოლოდინები აქვთ საკუთარი ქცევისა და არჩევანის მიმართაც:
- Gen Z კაცების თითქმის მესამედს (30%) სჯერა, რომ კაცებმა მეგობრებს არ უნდა უთხრან "მიყვარხარ"; ბუმერ კაცებში ეს მაჩვენებელი 20%-ია, ხოლო Gen Z ქალებში — 21%;
- Gen Z კაცების 21% მიიჩნევს, რომ კაცები, რომლებიც ბავშვების მოვლაში მონაწილეობენ, ნაკლებად მამაკაცურები არიან; ბუმერებში ასე მხოლოდ 8% ფიქრობს, ხოლო Gen Z ქალებში — 14%;
- ორივე სქესის წარმომადგენლები თვლიან, რომ ქალებს მეტი არჩევანი აქვთ პაემნებსა და ურთიერთობებში (22%), საოჯახო როლებსა (24%) და ჩაცმულობაში (34%), ხოლო კაცები უფრო თავისუფლად მიიჩნევიან ჰობისა (18%) და სამსახურის (39%) არჩევაში.
ჯულია გილარდმა, ქალთა გლობალური ლიდერობის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ შედეგები შემაშფოთებელია. "ბევრი Gen Z კაცი არა მხოლოდ ქალებს უწესებს შემზღუდველ მოლოდინებს, არამედ საკუთარ თავსაც აქცევს მკაცრ გენდერულ ნორმებში", — თქვა მან — "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ იდეის გასაქარწყლებლად, თითქოს ეს არის 'ნულოვანი ჯამის თამაში', სადაც გენდერულად თანასწორი სამყაროსგან სარგებელს მხოლოდ ქალები იღებენ".
კვლევა ჩატარდა 2025 წლის 24 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე და მასში მონაწილეობა მიიღო 23,268 ონლაინ რესპონდენტმა
ჩუნგის თქმით, ეკონომიკურმა ფაქტორებმაც შესაძლოა თავისი როლი ითამაშოს: "წინა თაობებში კაცებს მამაკაცურობის დემონსტრირება 'მარჩენალის' როლით შეეძლოთ: ფინანსური წვლილი, სახლის ყიდვა, ოჯახის დაცვა და უზრუნველყოფა. ახალგაზრდა კაცებისთვის მთელ მსოფლიოში ეს შესაძლებლობები აღარ არის ასე მარტივად ხელმისაწვდომი. ამიტომ ისინი შესაძლოა განიცდიან შესაძლებლობების დაკარგვას და ისინი არ იცნობენ მასკულინობის დადებით, მრავალფეროვან ცნებას".
მონაცემებმა ასევე გამოავლინა სხვაობა იმას შორის, თუ რას ფიქრობენ ადამიანები ოჯახში გენდერულ როლებზე პირადად და რას ფიქრობენ საზოგადოების მოლოდინებზე.
მაგალითად, ბრიტანეთში ადამიანების მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ ბავშვების მოვლაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ქალებმა უნდა აიღონ, თუმცა 43% ამბობს, რომ საზოგადოებისგან არსებობს მოლოდინი, რომ ამაზე პასუხისმგებლები ძირითადად ან სრულად ქალები უნდა იყვნენ.
ასევე ნახეთ: ბიჭების აღზრდა ძალადობის გარეშე: მშობლის გზამკვლევი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები