SOLO-ს საგაზაფხულო კამპანია: ნათია ლაბაძე, პირველი ქართველი ქალი კაპიტანი
ფოტო: SOLO
საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, SOLO-მ ქალთა დღის აღსანიშნავად შექმნა ვიდეო, რომელიც გვიყვება ნათია ლაბაძის — პირველი ქართველი კაპიტანი ქალის ამბავს, ისტორია დაწერა და გახდა. საკუთარი გამოცდილებით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიზანდასახულობა და შრომა სტერეოტიპებს არღვევს.
ნათია იქცა შთაგონებად და გამორჩეულ მაგალითად.
მისი პროფესიული გზა ბათუმში დაიწყო – ქალაქში, სადაც ზღვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და სადაც მისი ბავშვობის ოცნება რეალობად იქცა.
პატარა ასაკიდანვე გემები და ზღვა განსაკუთრებულად იზიდავდა. თუმცა, მაშინ, როდესაც ბევრს ქალი კაპიტნის რანგში წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ნათიამ გადაწყვიტა, მიზანი რეალობად ექცია და ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ დაეწყო სვლა.
“პატარა ვიყავი, როდესაც მამის საზღვაო ისტორიებს ვუსმენდი და ვიცოდი, რომ მეც აუცილებლად გავხდებოდი კაპიტანი. ბევრს უჭირდა დაეჯერებინა, რომ ქალს გემის მართვა შეუძლია, თუმცა, მიზნისკენ შეუჩერებლად მივიწევდი და ჩემი შესაძლებლობები საქმით დავამტკიცე”. — გვიყვება ნათია.
მისი კარიერა კადეტობიდან დაიწყო. სწავლა, პრაქტიკა და მუდმივი განვითარება გახდა ის საფუძველი, რომელმაც საბოლოოდ კაპიტნის პოზიციამდე მიიყვანა.
დღეს ის უკვე გამოცდილ პროფესიონალად ითვლება. მისი ყოველდღიურობა ზღვასთან, პასუხისმგებლობასთან და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასთან არის დაკავშირებული გარემოში, სადაც სიზუსტე და სიმტკიცე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
“რთულია თვეების განმავლობაში ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ საკუთარ თავს მუდამ ვახსენებ თუ რამდენად საჭიროა სიმტკიცე და პროფესიონალიზმი. ზუსტად ვიცი, სწორი არჩევანი გავაკეთე”. — ამბობს ნათია.
მისი პროფესიული გზა მხოლოდ პირადი წარმატებით არ შემოიფარგლება. ის გახდა ინსპირაცია გოგონებისა და ქალებისათვის, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები საკუთარი ოცნებებისკენ.
“ქალებს ნებისმიერ საქმეში შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩემს სფეროში ისტორია დაიწერა — მე გავხდი პირველი ქართველი ქალი კაპიტანი. მჯერა, რომ დღეს ასეთი ისტორიები სხვა სფეროებშიც იქმნება”. — ამბობს ნათია.
ქალების როლი საზღვაო სფეროში დღეს უკვე გაცილებით უფრო თვალსაჩინოა, თუმცა ნათიას პროფესიული წინსვლის მსგავსი ამბები კვლავ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს, რადგან ისინი გვიყვება გამბედაობაზე, მიზანდასახულობაზე და იმის შესახებ, რომ საკუთარი ოცნების მიღწევა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა გზა სხვების მიერ ჯერ კიდევ გაუკვალავია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები