მიხეილ ყაველაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის გადაეცათ.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საამაყოა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დიდ ქვეყნებს შორის წარმოდგენილი იყო პატარა, მაგრამ ღირსეული საქართველო.
"მინდა მივესალმო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს, რომლებმაც სულ ახლახან, მილანში, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და გაახარეს ჩვენი ერი. ...ვამაყობდით, რომ ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა გუნდმა, არ დასჯერდა ათეულის ადგილს, გავედით ხუთეულში. სულ ცოტა დაგვაკლდა, რომ ბრინჯაოს მედლები აგვეღო, მაგრამ ისტორიული შედეგი დაფიქსირდა — მეოთხე ადგილი. სასწაული მაინც მოხდა, ჩვენმა ლუკამ და ანასტასიამ, პირველად ქართული [ზამთრის] სპორტის ისტორიაში, შეძლეს ოლიმპიური მედლის მოპოვება და გაახარეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა. ეს მართლაც დიდი წარმატებაა ჩვენი სპორტისთვის და მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამიტომაც არის გამოკვეთილი ჩვენთვის სპორტის როლი ქვეყანაში. მიჭირს დასახელება ქვეყნების, სადაც ამდენი გამორჩეული, ანგარიშგასაწევი სპორტსმენი იყოს სხვადასხვა სახეობაში, როგორიც ჩვენს ქვეყანას ჰყავს. ეს მართლაც დიდი ფუფუნებაა, დიდი ბედნიერებაა და ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სახეობა, ეს სფერო ყოველთვის წარმატებული იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამას ვაკეთებთ კიდევაც", — თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები: ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე;
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას პირადი მწვრთნელი პაველ სლიუსარენკო, ნიკა ეგაძის პირადი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძე, ა(ა)იპ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ააიპ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წევრი, ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები