"ყველაფერს ვიზამ, რომ ისრაელმა არ მოიგოს" — შვედეთის წარმომადგენელი ევროვიზიაზე
ფოტო: SVT
2026 წლის ევროვიზიის გარშემო დრამა ისევ გრძელდება და საქმე კვლავაც ისრაელის მონაწილეობას ეხება. წლევანდელ კონკურსს, საიუბილეო 70-ე ევროვიზიას, ხუთმა ქვეყანამ უკვე გამოუცხადა ბოიკოტი ისრაელის დაშვების გამო. მაისში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაგეგმილ ევროფესტივალზე ესპანეთი, ისლანდია, ირლანდია, ნიდერლანდები და სლოვენია მონაწილეობას არ მიიღებენ. თუმცა, იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მონაწილეებს შორის არიან, ისევ ისმის ბოიკოტისკენ მოწოდებები. მეტიც, წლევანდელი ევროფესტივალის რამდენიმე მონაწილე ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას ისრაელის კონკურსზე ასპარეზობის გამო.
მათ შორისაა შვედეთის წარმომადგენელი ფელისია ერიკსონი. 24 წლის მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ შვედეთის შიდაშესარჩევი კონკურსი, მელოდიფესტივალენი, მოიგო და ევროვიზიის საგზური გაინაღდა. მისი საკონკურსო სიმღერა, My System, ევროვიზიის გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტია — ფანების აპლიკაციაში My Eurovision Scoreboard შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ბუქმეიკერების პროგნოზში კი მეშვიდე პოზიციაზეა. მელოდიფესტივალენის მოგებიდან მალევე, ჟურნალისტმა ფელისიას ჰკითხა, რას ფიქრობს ისრაელის ევროვიზიაზე მონაწილეობის შესახებ.
"არ მგონია, კონკურსზე ისრაელის დაშვება სწორი იყოს", — აღნიშნავს მომღერალი, — "ვფიქრობდი, თავად როგორ მოვქცეულიყავი და წავსულიყავი თუ არა საერთოდ [ევროვიზიაზე]. და გადავწყვიტე, რომ წავალ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ არ მოიგონ".
გასულ 2025 წელს კი ისრაელი ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. ისრაელელი მომღერალი იუვალ რაფაელი ტელემაყურებლის რჩეული გახდა და, საბოლოოდ, კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, სწორედ ტელემაყურებლის აქტივობასთან დაკავშირებით, მონაწილე ქვეყნებს არაერთი კითხვა გაუჩნდათ და მოითხოვეს, ხმის მიცემის პროცესი უფრო გამჭვირვალე და რეგულირებული ყოფილიყო, შედეგები კი — გადამოწმებული და დაცული. ამ მოთხოვნებს ასახავს ევროვიზიის ორგანიზატორების გადაწყვეტილება, რომლითაც კონკურსის რამდენიმე წესი შეიცვალა.
- თითოეულ ტელემაყურებელს მხოლოდ 10-ჯერ ექნება ხმის მიცემის საშუალება და არა 20-ჯერ, როგორც წინათ იყო;
- ტელემაყურებელთან ერთად, კონკურსის ნახევარფინალურ ტურებში ჟიური ისევ მისცემს ხმას (როგორც 2023 წლამდე იყო);
- მონაწილეებს აეკრძალებათ, ჩაერთონ კონკურსმიღმა პირების, მათ შორის, სამთავრობო უწყებების პრომოკამპანიებში.
კონკურსის ახალმიღებული წესები მონაწილეებს ასევე უკრძალავს ევროვიზიის პლატფორმის გამოყენებას პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. სწორედ ამ აკრძალვაზე აპელირებს ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, შვედი მომღერლის განცხადების შემდეგ განიხილავს, საკითხზე ოფიციალური საჩივრით მიმართოს ორგანიზატორებს.
"ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს იმისთვის, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნებისმიერი პოლიტიკური დისკუსიის მიღმა დარჩეს და მხოლოდ მუსიკაზე იყოს ფოკუსირებული", — ნათქვამია არხის განცხადებაში.
თუმცა, ფელისია წლევანდელი ევროვიზიის ერთადერთი მონაწილე არაა, რომელიც ისრაელის კონკურსზე მონაწილეობას ეწინააღმდეგება. შიდაშესარჩევი კონკურსის მოგებამდე ცოტა ხნით ადრე, ფინეთის წარმომადგენელმა ლინდა ლამპენიუსმა მსგავსი განცხადება გააკეთა.
"თუკი ფინეთის ევროვიზიაზე წარდგენის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამას მუსიკისა და ადამიანობისთვის გავაკეთებთ", — დაწერა ლამპენიუსმა, — "მიგვაჩნია, რომ ისრაელის ევროვიზიაზე დაშვება არასწორია, ხოლო რაც პალესტინაში ხდება — არაადამიანური და დასაგმობი ქმედება".
აღსანიშნავია, რომ ფინეთი 2026 წლის ევროვიზიის გამოკვეთილი ფავორიტია — იგი ლიდერია როგორც ფანების აპლიკაციაში, ასევე ბუქმეიკერების რეიტინგში.
რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანას წლევანდელ ევროფესტივალზე 28 წლის ნოამ ბეტანი წარადგენს, სიმღერით Michelle. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ევროვიზიაზე დარჩენის საკითხს დეკემბერში კენჭი არ ეყარა, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი. ევროვიზიის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თქმით, ისრაელის მონაწილეობის საკითხის დღის წესრიგში დაყენება ორგანიზაციის წევრების უმრავლესობამ საჭიროდ არ მიიჩნია. თუმცა, ჟენევაში გამართულ კრებაზე რვა ქვეყნის წარმომადგენლობამ ანონიმური კენჭისყრა მაინც მოითხოვა.
"ამ მოთხოვნას EBU-ის ხელმძღვანელობამ უარით უპასუხა, რაც ზრდის ჩვენს უნდობლობას ორგანიზატორების მიმართ და ადასტურებს, რომ კონკურსი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა", — განაცხადა მაშინ ესპანეთის მაუწყებელმა.
2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. საქართველოს წლევანდელ ფესტივალზე ჯგუფი ბზიკები წარადგენს. მათ საკონკურსო სიმღერას, სახელწოდებით On Replay, 11 მარტს მოვისმენთ.
ასევე იხილეთ:
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები