სიუზან სარანდონის თქმით, ღაზაზე საუბრის გამო ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა
ფოტო: Pablo Cuadra / Getty Images
სიუზან სარანდონი ბოლო წლებში ჰოლივუდს ჩამოშორდა, თუმცა, როგორც ირკვევა, არა — თავისი სურვილით. ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ახლა მეტწილად ევროპულ ფილმებში მონაწილეობს, ამბობს, რომ თავისი სამოქალაქო აქტივიზმის გამო შავ სიაში აღმოჩნდა. უფრო ზუსტად, 79 წლის სარანდონი კარიერულ უკუსვლას ღაზის სექტორში ომზე საუბარს უკავშირებს.
"აგენტმა ჩემთან კონტრაქტი იმიტომ შეწყვიტა, რომ ღაზაზე ვსაუბრობდი და მსვლელობებში ვიღებდი მონაწილეობას ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით. შედეგად, ჩემთვის სერიალში თამაშიც კი შეუძლებელი გახდა", — ჰყვება სარანდონი ესპანური კინოაკადემიის გოიას დაჯილდოებაზე, — "არ ვიცი, ბოლო ხანებში თუ რამე შეიცვალა, მაგრამ დიდ ფილმებში, ჰოლივუდთან დაკავშირებულ ვერცერთ პროექტში როლს ვეღარ ვიღებდი".
სარანდონს სააგენტომ კონტრაქტი მას შემდეგ შეუჩერა, რაც 2023 წლის ნოემბერში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ "ებრაელ ამერიკელებს უკვე ესმით, რას ნიშნავს იყო მუსლიმი ამ ქვეყანაში, სადაც მათზე ხშირად ძალადობენ".
მსახიობის ამ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა და სარანდონს მოუწია, ბოდიში მოეხადა: "მინდოდა, სოლიდარობა გამომეხატა მათ მიმართ, ვისაც ნებისმიერი სახის ფანატიზმთან გამკლავება უწევს, თუმცა, ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოვახერხე".
სიუზან სარანდონი პროპალესტინურ მსვლელობაზე
ფოტო: Stephanie Keith / The New York Times
გოიას დაჯილდოების პრესკონფერენციაზე კინოვარსკვლავმა თქვა, რომ 2023 წლის შემდეგ ინგლისსა და იტალიაში იპოვა ახალი აგენტები და მხოლოდ ამ ქვეყნებში მუშაობდა, თუმცა, როლების მიღება მაინც გაუჭირდა.
"იტალიელ რეჟისორს, რომელმაც როლი მომცა, უთხრეს, რომ არ ავეყვანე. სულ ახლანდელი ამბავია. მათ არ დაუჯერა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ჰქონდათ", — იხსენებს სარანდონი, — "ასე რომ, ამჟამად პატარა პროექტებით ვარ დაკავებული, ისეთი რეჟისორების ფილმებში ვმონაწილეობ, რომლებსაც აქამდე არაფერი გადაუღიათ და კინოსტუდიისგან დამოუკიდებლად მუშაობენ".
მსახიობმა ასევე შეადარა თავისი სამშობლოსა და ესპანეთის დამოკიდებულებები ახლო აღმოსავლეთში ომის მიმართ და ევროპული ქვეყნის ხელისუფლება ისრაელის კრიტიკის გამო შეაქო.
"როცა ისეთი ქვეყნიდან ხარ, სადაც ცენზურა და რეპრესიები არსებობს, და ხედავ ესპანეთს, რომელიც ღაზას მხარს უჭერს, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. როცა ხედავ, რას ამბობს ხელისუფლება, როგორ იმაღლებენ ხმას ისეთი მსახიობები, როგორიც ხავიერ ბარდემია", — აღნიშნავს სარანდონი, — "როცა ტელევიზორს რთავ და ხედავ, როგორი ურყევი და ზნეობრივი პოზიცია აქვს ესპანეთს ამ საკითხზე, თავს ნაკლებად გრძნობ გარიყულად და იმედიც გეძლევა. ამერიკაში ტელევიზორიდან ამას ვერ მოისმენ".
აღსანიშნავია, რომ სიუზან სარანდონს წარმატებულ სამსახიობო კარიერასთან ერთად მრავალწლიანი სამოქალაქო აქტივიზმიც გამოარჩევს. იგი ყოველთვის ღიად გამოდიოდა ომების წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დასაცავად. 1999 წელს იგი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი გახდა, 2006 წელს კი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია Action Against Hunger-ის ჯილდოც მიიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები