ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ფოტო: თეგეტა
Kaizen Award-ის გამარჯვებული წელსაც ტოიოტა ცენტრი თეგეტაა. კომპანიამ აღნიშნული აღიარება კაიზენის პრინციპების სისტემური დანერგვისა და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესებისთვის მოიპოვა, რაც Toyota-ს გლობალური სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. Kaizen Award იაპონური ბრენდის ოფიციალურ სადილეროებს ყოველწლიურად გადაეცემა. შეფასება ხდება სხვადასხვა საოპერაციო და მომსახურების ინდიკატორის მიხედვით (KPI), რომლებიც ბიზნესის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს — მომხმარებლის კმაყოფილების მაჩვენებელს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პროცესების ეფექტიანობას, სერვისის სისწრაფესა და თანამშრომლების ჩართულობას.
კავკასიის რეგიონში ჯილდოსთვის კონკურენცია სამ ქვეყანას — საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს. 2025 წლის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მსგავსად, ტოიოტა ცენტრი თეგეტამ კვლავაც შეძლო უმაღლესი შეფასების მიღება და რეგიონში საუკეთესო შედეგის დაფიქსირება.
ფოტო: თეგეტა
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: “ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის Kaizen Award-ის უკვე მეორედ მიღება განსაკუთრებული აღიარებაა. რაც ნიშნავს, რომ კომპანია წარმატებით ნერგავს კაიზენის ფილოსოფიას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩვენი გუნდის მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მუდმივი მცდელობა ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდის, მომსახურების პროცესების ოპტიმიზაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების. სწორედ ამ მიდგომით კავკასიის რეგიონში უმაღლესი შეფასება მივიღეთ, რითაც დავადასტურეთ, რომ ჩვენი საქმიანობა Toyota-ს გლობალურ სტანდარტებს შეესაბამება.
ასეთი მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. კაიზენის ფილოსოფიაც ხომ იმას გულისხმობს, რომ განვითარება არასდროს შევწყვიტოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა კიდევ უფრო გავაღრმაოთ, გავზარდოთ გუნდის ჩართულობა, დავნერგოთ ახალი ინიციატივები და მუდმივად გავაუმჯობესოთ, როგორც შიდა პროცესები, ისე მომხმარებლის გამოცდილება. ჩვენი მიზანია, ტოიოტა ცენტრი თეგეტა ამ მიმართულებით რეგიონში ყოველთვის გამორჩეული მაგალითი იყოს“.
კაიზენი (Kaizen) იაპონური მენეჯმენტის კონცეფციაა, რომელიც უწყვეტ გაუმჯობესებას ნიშნავს. ტერმინი ორი იაპონური სიტყვისგან შედგება: კაი — ნიშნავს ცვლილებას, ხოლო ზენ — უკეთესობისკენ. ის შეგვიძლია პირდაპირ ვთარგმნოთ, როგორც ცვლილება უკეთესობისკენ, რისი საფუძველიც უწყვეტი გაუმჯობესებაა. ეს მიდგომა განსაკუთრებით განვითარდა Toyota-ს საწარმოო სისტემაში და დღესაც კომპანიის კორპორაციული კულტურის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად რჩება. მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ მცირე, ყოველდღიური ცვლილებები პროცესების ეფექტიანობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის და კომპანია წარმატებამდე მიჰყავს.
კაიზენის პრინციპები პრაქტიკაში გულისხმობს პროცესების მუდმივ შეფასებასა და დახვეწას, რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას, თანამშრომლების აქტიურ ჩართულობასა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მომსახურებას. სწორედ ამ მიდგომით კომპანიებს შეუძლიათ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების დაჩქარება და მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი განვითარება.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა ამ ფილოსოფიას ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად იყენებს. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდის ავტომობილის შეძენასა და მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს მომხმარებელს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს. პარალელურად, ტოიოტა ცენტრი თეგეტა აგრძელებს საოპერაციო პროცესების დახვეწას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები