დრეზდენში, ელბას ნაპირზე, 250კგ-იანი ბრიტანული ბომბი აღმოაჩინეს — ევაკუირებული 18 000 ადამიანი
ფოტო: dw
დრეზდენში, კაროლას ხიდთან ახლოს, მდინარე ელბას ნაპირზე, ბრიტანეთში წარმოებული 250 კილოგრამიანი ბომბი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ქალაქის 18 000-მდე მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც DW წერს, ბომბი მეორე მსოფლიო ომის დროინდელია.
გამოცემა წერს, რომ სახანძრო სამსახურმა ელბას ნაპირზე, კაროლას ხიდთან (Carola-Brücke) ორი საეჭვო ობიექტი იპოვა. ექსპერტებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.
ბრიტანეთში წარმოებული 250 კილოგრამიანი ბომბი 11 მარტს გააუვნებელყოფენ. ხელისუფლებამ ეს ევაკუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დრეზდენში ყველაზე მასშტაბურ ევაკუაციად შეაფასა.
აღმოჩენილი ბომბის ფიტული დაზიანებულია და მისი ამოღება მხოლოდ სპეციალიზებული აღჭურვილობის — წყლის ჭავლური საჭრელის — გამოყენებით არის შესაძლებელი. ამიტომ, პოლიცია ვარაუდობს, რომ გაუვნებელყოფის პროცედურა გადაიდება.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დრეზდენის მაცხოვრებლებისთვის უხერხულობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი", — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მარკო ლასკემ და დასძინა, რომ "უსაფრთხოება აქ მთავარი პრიორიტეტია".
ევაკუაციის ზონა აღმოჩენის ადგილის გარშემო 1000 მეტრის რადიუსს მოიცავს, მათ შორის — ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს — ფრაუენკირხეს ეკლესიას და ზემპეროპერის ოპერის თეატრს. ასევე — პოლიციის შტაბ-ბინას, საქსონიის სახელმწიფო პარლამენტს, რამდენიმე სამინისტროს, მოხუცებულთა სახლებს, საბავშვო ბაღებს და სხვა სოციალურ დაწესებულებებს.
DW წერს, რომ გასულ წელს ხიდზე დანგრევის სამუშაოების დროს ოთხი ბომბი აღმოაჩინეს, რამაც აგვისტოში 17 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.
დრეზდენის დაბომბვა 1945 წლის 13-15 თებერვალს მოხდა. ბრიტანულმა და ამერიკულმა საჰაერო დარტყმებმა ქალაქის ისტორიული ცენტრის თითქმის 90% გაანადგურა, რის შედეგადაც 25 000-მდე ადამიანი დაიღუპა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები