ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილი უპატრონო ცხოველები უჩინარდებიან
ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები სახელმწიფოს მიერ მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ სტერილიზაციის პროცესში აყვანილი ცხოველების ნაწილი პირვანდელ გარემოში აღარ ბრუნდება.
ორგანიზაციები Zero Strays Georgia, Animal Project და Peteasy აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს პროგრამის ფარგლებში ქუჩიდან აყვანილი ძაღლების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ხშირად მიუწვდომელია როგორც აქტივისტებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ცხოველებზე ზრუნავენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა 2025 წლის ივნისში დაიწყო. მთავრობის განკარგულება 9 000 ცხოველის სტერილიზაციასა და ვაქცინაციას ითვალისწინებდა. დოკუმენტის მიხედვით, სტერილიზებული ცხოველები იმავე ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდნენ, საიდანაც ისინი აიყვანეს.
თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ პრაქტიკაში ეს წესი ხშირად არ სრულდება.
ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, პროგრამის ფარგლებში წაყვანილი ძაღლების ნაწილი უკან აღარ დაბრუნდა.
"წავკისის ტერიტორიიდან ყველა ძაღლი წაიყვანეს, რომლის დაჭერაც გაუადვილდათ და არცერთი არ დაუბრუნებიათ. გადაყოლილები ვიყავით ამ ძაღლებს, ვუვლიდით და დიდი თანხა გვქონდა მათზე დახარჯული. ყველაფერი ვცადე — ვწერდი წერილებს და სააგენტოში იურისტთან ერთადაც დავდიოდი, მაგრამ არავინ მითხრა, სად არიან ცხოველები," — ამბობს ანონიმური აქტივისტი.
აქტივისტების თქმით, პრობლემაა ასევე ისიც, რომ უკვე სტერილიზებული ძაღლები თავშესაფრებში მაინც გადაჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად საჭირო არ არის.
Zero Strays Georgia-ს დამფუძნებლის, მარიამ შეყილაძის თქმით, სტერილიზებული ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა დამატებით რისკებს ქმნის.
"როცა ცხოველი უკვე გასტერილებულია, მისი თავშესაფარში გადაყვანა აღარ არის საჭირო — შესაძლებელია, ადგილზევე აცრან. გვქონდა შემთხვევები, როცა, მაგალითად, ტყიბულიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაჰყავდათ ძაღლები, რადგან ახლოს თავშესაფარი არ არის. ამ დროს ისინი ვირუსებით სავსე ტრანსპორტსა და თავშესაფარში გადაჰყავდათ და ბევრი აქტივისტი დღემდე ებრძვის დაავადებებს, რომლებიც ძაღლებმა, სავარაუდოდ, იქ აიკიდეს," — ამბობს შეყილაძე.
მისივე თქმით, საქართველოში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ძალიან მაღალია და პრობლემის გადასაჭრელად მასობრივი სტერილიზაცია აუცილებელია, თუმცა პროგრამის განხორციელების ფორმა კრიტიკას იმსახურებს.
"ქვეყანაში, სავარაუდოდ. ნახევარ მილიონამდე მიუსაფარი კატა და ძაღლი გვყავს. მასობრივი სტერილიზაცია აუცილებელია, თუმცა არა ამ ფორმით," — ამბობს ის.
2026 წლის 25 თებერვლის ახალი განკარგულებით სახელმწიფო მიმდინარე წელს 36 000-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლის სტერილიზაციას გეგმავს.
დოკუმენტი ასევე კრძალავს ძაღლების დაბრუნებას სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებების, კვების ობიექტების, ბაზრების, სასტუმროებისა და სპორტული მოედნების სიახლოვეს.
აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და შესაძლოა პრაქტიკაში იმას ნიშნავდეს, რომ ძაღლები თავიანთ პირვანდელ ტერიტორიაზე ვეღარ დაბრუნდნენ.
Animal Project-ის თანადამფუძნებლის, ნათია ჩიქოვანის თქმით, ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებზე ხშირად სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა ზრუნავს.
"არაერთი მიმკედლებელი ზრუნავს ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებზე და მათ ოჯახის წევრებივით უვლიან საკუთარი დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯზე. როცა ცხოველი ქრება, ამ ადამიანებს ფაქტობრივად აშორებენ მათ საყვარელ ცხოველებს და ტოვებენ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში," — ამბობს ჩიქოვანი.
ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებენ, გაასაჯაროვოს ინფორმაცია ქუჩებიდან აყვანილი ცხოველების შესახებ და უზრუნველყოს მათი პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაბრუნება, თუ მათ მკურნალობა არ სჭირდებათ.
მათი თქმით, ასევე აუცილებელია სააგენტომ აქტიურად ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებზე ზრუნავენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები