პენიტენციური სამსახური უარყოფს ზურა მენთეშაშვილის შიმშილობას და მის კარცერში გადაყვანას
პენიტენციური სამსახური გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული ზურა მენთეშაშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება. სამსახური უარყოფს იმ ფაქტს, რომ მენთეშაშვილი "შიმშილობის შეწყვეტის მიზნით ზეწოლის გამო გადაყვანილ იქნა კარცერში, სადაც ის იმყოფება არაადამიანურ პირობებში".
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი არ იმყოფება სამარტოო საკანში (ე.წ კარცერი). პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებული დროებით განთავსებულია შიდა კლასიფიკაციის საკანში (ე.წ საკარანტინე საკანი)," — ვკითხულობთ განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დაკავებიდან მალევე მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, ის სხვა მოშიმშილე პატიმრების საკანში განათავსეს. სამსახურის მტკიცებით, "ვინაიდან ზურაბ მენთეშაშვილი ჩვეულებრივ იღებდა და იღებს საკვებს და ასევე სარგებლობდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით, მისი გაჩერება ვერ მოხდებოდა მოშიმშილე პირებთან ერთად".
სამსახურმა განცხადებასთან ერთად გაავრცელა კადრები, რომელიც 2026 წლის 8 იანვრით არის დათარიღებული. სამსახურის განმარტებით, მენთეშაშვილის და ზურაბ ჭავჭანიძის საკნის 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობს, რადგან მათი ადვოკატები "ხშირად შიმშილობაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ".
"მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს და ზურაბ მენთეშაშვილს გამოცხადებული აქვთ შიმშილობა, ორივე ბრალდებული იკვებება სრულყოფილად, იღებენ როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით," — წერს სამსახური.
პენიტენციური სამსახური ასევე უარყოფს იმ ფაქტს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული დენის კულანინი შიმშილობს.
შეგახსენებთ, მენთეშაშვილის ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერშია გადაყვანილი — მენთეშაშვილმა არ იცის კარცერში გადაყვანის მიზეზი, მაგრამ ეჭვობს, რომ ეს შიმშილობის გამო მოხდა. მენთეშაშვილი 2025 წლის 1-ელ ნოემბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.
დენის კულანინის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს.
6 მარტით დათარიღებულ წერილში, დენის კულანინი წერს, რომ მას და ზურა მენთეშაშვილს ტელეფონის გამოყენება და ბანაობას აუკრძალეს და არც სარეცხის გარეცხვის უფლებას აძლევენ. პატიმრები საკანში სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ.
"ამ მომენტში გვამყოფებენ ტარაკნებს შორის, სრული ანტისანიტარიის პირობებში, ჭუჭყიანი ჭურჭლით. ოთახში სიგარეტის კვამლია და ვენტილაცია არ მუშაობს.
არ გვაძლევენ ჩვენს პირად ნივთებს, არ გვაძლევენ რვეულს და კალამს, ჩამოგვართვეს სასამართლოებისთვის საჭირო პირადი დოკუმენტები და პირადი წერილები," — წერს კულანინი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები