შალვა პაპუაშვილი: ფაშინიანი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა EU-სთან
"ევროკავშირმა თვითნებურად, არაპროვოცირებულად შეაფერხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ბურთი არის ბრუსელის მოედანზე. მათ უნდა გამოასწორონ მათივე გაფუჭებული, ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ", — ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანის ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას თქვა. პაპუაშვილის თქმით, ფაშინიანი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა და საქართველოს ევროკავშირთან "თავისი ურთიერთობები" აქვს.
"ბატონი ფაშინიანი გახლავთ სომხეთის პრემიერმინისტრის, მისი ინტერესებიდან და როგორც სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ისე საუბრობდა თავისი ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით. ...ეს გახლავთ სომხეთის და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხი. რა საკითხებზე მსჯელობენ, რა აქვთ სათხოვარი, მისამართი, ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს, რომ აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან. ევროკავშირმა თვითნებურად, არაპროვოცირებულად შეაფერხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ბურთი არის ბრუსელის მოედანზე. მათ უნდა გამოასწორონ მათივე გაფუჭებულს, ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ. ჩვენი პოზიცია საჯარო და ღიაა. ...რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ეს გააფუჭა ბრუსელმა, საკუთარ გაფუჭებულზე თვითონ უნდა აგოს პასუხი და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ურთიერთობა დაუბრუნდეს სამუშო პროცესს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
ცნობისათვის, გუშინ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ "სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა".
"გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. და ჩვენ ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მივიღეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას უფრო ხელშესახებს ხდიდა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირ-საქართველოს კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს სომხეთისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის“, — განაცხადა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ("ნეტგაზეთის" თარგმანი).
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები