ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა — როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის კამპანია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბავშვობის მოგონებები ხშირად ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს — ქალის, რომელიც ჩვენთვის ქმნის ჯადოსნურ მომენტებს და სიყვარულს ყოველდღიურობად აქცევს. მას უკავშირდება ყველაზე ტკბილი გემო და ოჯახური სითბო — ის, რაც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს და მრავალწლიან ისტორიას ინახავს.
ასე გახდნენ ბებიები, ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები — საქართველოს ბანკის კამპანიის ცენტრალური ფიგურები.
“ბებიები ჩვენი ბავშვობის ჯადოსნური მოგონებების ავტორები არიან და სწორედ მათთან ასოცირდება ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები. ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოს ბანკის ახალი კამპანია მიგვეძღვნა იმ ქალებისთვის, რომლებიც თაობებს სიყვარულით აკავშირებენ, ზრუნვას უსასრულოდ, უპირობოდ გასცემენ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ. ასე გახდნენ ჩვენი კამპანიის მთავარი გმირები ყველასთვის საყვარელი და მსოფლიოში საუკეთესო ბებიები“. — აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის მიზანი ბებიების განსაკუთრებული როლის კიდევ ერთხელ შეხსენებაა — იმის, რომ ეს ადამიანები ყველაზე მეტ სიყვარულს იმსახურებენ.
“ჩვენ ყველანი შვილიშვილები ვართ. ჩვენი ბებიები არიან ადამიანები, რომელთა როლი უდიდესია ჩვენს ცხოვრებაში და თითქმის არ იქცევენ ყურადღებას. ისინი იმსახურებენ ყველაფერს და ითხოვენ არაფერს. არავინაა მათზე საყვარელი და, იმავდროულად, ყველაზე იშვიათად დაფასებული. მათ არ აქვთ საკუთარი დღე და მათთვის არ იქმნება კამპანიები. ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყანაში, რომელსაც ეთქმის, რომ ბებიის გაზრდილია. ასეც რომ არ იყოს, სწორედ მათ ასწავლეს ჩვენს მშობლებს მშობლობა, შვილიშვილებისთვის კი ბავშვობის მთავარი გმირები არიან.
ამ კამპანიის მათთვის მიძღვნა მინიმალურზე მინიმალურია იმისა, რაც შეგვიძლია ჩვენს სფეროში მომუშავე შვილიშვილებმა გავუკეთოთ ჩვენს ბებიებს”. — გვიყვება ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
სწორედ ეს იდეა გახდა ინსპირაცია ჩვენი მთავარი მესიჯის: ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა.
“ბებიები თითქოს განსხვავებული განზომილებიდან არიან. ისეთი რამე აქვთ, რაც მერე სხვაში არავისში გხვდება. მათთან ასოცირდება საუკეთესო დრო და საუკეთესო მომენტები. მათზე ფიქრის დროსაც კი, გულში სითბო იღვრება. ბებიებთან არის ყველაზე გემრიელი ლუკმა, ყველაზე თბილი მოფერება, ყველაზე ლაღი დღეები. ყველას შეუძლია იმის მოყოლა, თუ როგორი საუკეთესოა მისი ბებია, განუმეორებელი, ყველაზე ტკბილი, ყველაზე არაჩვეულებრივი. შესაბამისად, მესიჯის შექმნის დროსაც ბევრი არ გვიფიქრია — გამოვიტანეთ ის, რაც უდავო და აბსოლუტური სიმართლეა — ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა”. — აღნიშნავს ეკა.
ბებიებთან დაკავშირებული ტკბილი ისტორიებისა და მოგონებების გაზიარებით, საქართველოს ბანკის კამპანია გვახსენებს, რომ მათი უპირობო სითბო და სიყვარული არის სწორედ ის, რაც ქმნის ჩვენი ცხოვრების ჯადოსნურ მომენტებს და ასე ხდებიან ბებიები ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები. უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.
ამასთან, ბებიებთან დაკავშირებული ისტორიებისა და სიყვარულით შექმნილი პატარა ტრადიციების გასაცოცხლებლად, საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, გააზიარონ ბებიების რეცეპტები.
თითოეული გაზიარებული რეცეპტი ციფრული წიგნის ნაწილი გახდება, რომელიც ბებიების ცოდნას, მათ უნიკალურ კერძებსა და ისტორიებს მოუყრის თავს.
რეცეპტის გასაზიარებლად, ეწვიეთ ვებგვერდს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები