ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს
ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები".
ელჩის თქმით, საქართველოს მიერ წარდგენილი პასუხი აერთიანებს ოფიციალურ პოზიციებსა და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
"ეს პასუხი აერთიანებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებებსა და პოზიციებს ფაქტების დამდგენი მისიის ვარაუდებზე. ის ასევე განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულვებელყოფილ კონტექსტს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მასალების წარდგენით, ქართული მხარის მიზანი იყო, რათა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ მასალაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნის მიერ ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტურ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებას“.
ამასთან, ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ წარდგენილი მასალების გასაანალიზებლად დროის სიმცირეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებზე.
"სამწუხაროა, რომ მონაწილე სახელმწიფოებს არ მიეცათ საკმარისი დრო საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ვრცელი მასალების გასაანალიზებლად, მუდმივი საბჭოს სხდომამდე. დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგის ან ფაქტების დადგენის ნებისმიერი პროცესის სანდოობისთვის. სამწუხაროა, რომ სულ უფრო ხშირად ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის მათ საიმედოობას და ინსტიტუციური ნეიტრალიტეტის მიმართ საზოგადოების ნდობას.“
ალექსანდრე მაისურაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან ორგანიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და უზრუნველყონ ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობა და მანდატის ფარგლებში მოქმედება.
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად. ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობის, დაბალანსებულობისა და მანდატის ფარგლებში მოქმედების უზრუნველყოფა ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და თავად ორგანიზაციის ინტერესებშია.“
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთო-ს და მის მონაწილე ქვეყნებს, გაითვალისწინონ საქართველოს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები.
"საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და არ გაიზიარონ ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები".
ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელის, ალექსანდრე მაისურაძის კომენტარებს საგარეო უწყება ავრცელებს.
- გიორგი ბურჯანაძე მოსკოვის მექანიზმზე: აუცილებელია ყველა შესაძლო საერთაშორისო მექანიზმის აქტივაცია, მათ შორის: ჰააგის საერთაშორისოს სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საკითხის გადაცემა გამოძიების
- საბა ბრაჭველი: ეუთო მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის
- შვედეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს, სრულად განახორციელოს ეუთოს 24 ქვეყნის რეკომენდაციები
- ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები