მიხეილ სააკაშვილი

16 Mar. 2026, 16:32

"მეგობრებო "ლელოდან" შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?

დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან. სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია.
ან ვიქნებით ერთად ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას.

არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს "ინიციატივა" გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს.

იმედ ვიტოვებ, რომ სულ მალე "ლელოსთან" ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში."

დაწერა საქართველოს მესამე პრეზისდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგხსენებთ, მანამდე პარტია "ლელო — ძლიერმა საქართველომ" განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციურ პარტიებს "ქართულ ოცნებასთან" დიალოგისკენ მოუწოდებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…