TI: ახალციხის მერია "ქართული ოცნების" შემწირველებს კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებინებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის მთავარ დასასვენებელ ზონაში, ტბის პირველ ზოლში, 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მმართველი პარტიის მსხვილ შემწირველებზე გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" (TI) ავრცელებს.
როგორც TI წერს, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ტბის რეაბილიტაციაზე 2 მილიონამდე ლარი დახარჯა და მას საჯაროდ "რეკრეაციულ ზონას" უწოდებს, ტერიტორიას ოფიციალური სტატუსი მაინც არ აქვს, რადგან მუნიციპალიტეტმა დაპირებული განაშენიანების გენერალური გეგმა დღემდე არ შეიმუშავა.
TI-ის ცნობით, კორპუსს შპს "მაქსტერრა" აშენებს. კომპანია 2025 წლის ივნისში მამუკა კუპრაძემ დააფუძნა, რომელმაც მიწის შეძენისა და ნებართვის მიღებისთანავე წილები ქართული ოცნების შემწირველებს — იმედა მუმლაძესა და იაკობ კუბლაშვილს გადაუფორმა.
TI-ის ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ჯამში, 160 000 ლარი აქვთ გაღებული. გარდა ამისა, იაკობ კუბლაშვილის მამის კომპანიას სახელმწიფო ტენდერებიდან 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
როგორც TI წერს, იმედა მუმლაძე ადრეც ფიგურირებდა სკანდალში, როდესაც მისმა კომპანიამ სახელმწიფო მიწაზე ბენზინგასამართი სადგური უნებართვოდ ააშენა, თუმცა სახელმწიფომ ნაკვეთი აუქციონზე მოგვიანებით მაინც მას მიჰყიდა.
ყოფილი მერის, ირაკლი ლაზარაშვილის დაპირების მიუხედავად, რომ ქალაქი "დამახინჯებულ განაშენიანებას" აირიდებდა, მან უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სწორედ ამ მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას მოაწერა ხელი. TI აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები მიუთითებს კორუფციულ რისკებსა და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფაზე, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირებას საჭიროებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები