ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია, თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორია. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს თოჯინური ხელოვნების განვითარებას, ბავშვებსა და მოზარდებში კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციასა და რეგიონული თეატრების გაძლიერებას.
თოჯინების თეატრების გაერთიანება თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომისა და გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრებს მოიცავს. ბაზისბანკის მხარდაჭერით, გაერთიანება ყოველწლიურად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც თეატრალურ სფეროში ახალი სიტყვის თქმისა და შემოქმედებითი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა.
მიმდინარე წელს გაერთიანება მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს. დაგეგმილ პრემიერებს შორის გამორჩეულია: თოვლის გუნდა, რომელიც ცნობილი მულტფილმის — გოგონა და თოვლის გუნდას საავტორო სიუჟეტს ეფუძნება, მას თბილისის თოჯინების თეატრი წარმოგვიდგენს, ასევე, იგეგმება სპექტაკლ — ბატის ჭუკის პრემიერა ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ოტია იოსელიანის არაკების მიხედვით პრემიერას ქუთაისის თოჯინების თეატრი წარმოგვიდგენს, ხოლო ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი იწყებს მზადებას სპექტაკლისთვის — უღუ და თეთ. აღსანიშნავია, რომ თბილისის თოჯინების თეატრში დაწყებულია მზადება სპექტაკლისთვის — სალამურა. პრემიერების გარდა იგეგმება კვირეული ახლად გახსნილ გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, სადაც თოჯინების თეატრების გაერთიანების ყველა დასი მიიღებს მონაწილეობას და გურჯაანელ მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს წარუდგენს. გარდა ამისა, დაგეგმილია გასტროლები საქართველოს რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციასა და მაღალი ხარისხის თეატრალური დადგმების ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
“კერძო სექტორისა და კულტურული ინსტიტუციების ასეთი მყარი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია თეატრალური ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობისთვის. ბაზისბანკის მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი რესურსი მივმართოთ შემოქმედებითი ხარისხის ამაღლებაზე და კიდევ უფრო მეტ პატარა მაყურებელს ვაჩუქოთ თეატრალური დღესასწაული. ეს არ არის მხოლოდ სპონსორობა, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე.“ — აღნიშნა თოჯინების თეატრების გაერთიანების დირექტორმა, ნიკა საბაშვილმა.
“მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკსა და თოჯინების თეატრების გაერთიანებას შორის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა წელსაც გრძელდება. გაერთიანება ბევრ საინტერესო პროექტს სთავაზობს სხვადასხვა ასაკის მაყურებელს. ბაზისბანკს კულტურის სფეროს მხარდაჭერის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წლევანდელი თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თოჯინების თეატრის განვითარებაში,“ — განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის თეატრალური ხელოვნების უმსხვილესი მხარდამჭერია. ბანკი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. ბაზისბანკი მუდმივად მხარს უჭერს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები