აფრიკის თასის სკანდალი: სენეგალს ტიტული ჩამოერთვა და ჩემპიონად მაროკო გამოცხადდა
ფოტო: AP/იუსეფ ლულიდი
მაროკოში ზეიმის ღამე იყო, სენეგალში კი — ბრაზის, მას შემდეგ, რაც სენეგალის ეროვნულ ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და მათ ჩრდილოაფრიკელ მეტოქეებს გადასცეს.
რაბათში გამართული დაპირისპირებითა და მტრობით აღსავსე ფინალიდან ორი თვის თავზე, სამშაბათს გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირის მასპინძელი მაროკო, სინამდვილეში, აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) დაადგინა, რომ სენეგალმა დაარღვია წესები, როდესაც მსაჯის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოედანი დატოვა. მატჩი მოგვიანებით განახლდა და სენეგალმა 1:0 მოიგო, თუმცა CAF-ის განცხადებით, მოედნიდან გასვლა ავტომატურ მარცხს (ტექნიკურ წაგებას) ნიშნავდა.
სენეგალელი გულშემატკივრების პროტესტი მაროკოს სასარგებლოდ დანიშნული სადავო პენალტის გამო, აფრიკის ერთა თასის ფინალურ მატჩში სენეგალსა და მაროკოს შორის; 18 იანვარი, 2026 წელი, რაბათი, მაროკო.
ფოტო: იუსეფ ლულიდი/AP
ყველაფერი 18 იანვარს დაიწყო, როცა აფრიკის თასის ფინალი ქაოსში გადაიზარდა, როდესაც სენეგალის ფეხბურთელებმა მოედანი დამატებით დროში დატოვეს. მანამდე მათ გოლი გაუუქმეს, ხოლო მაროკოს სასარგებლოდ პოტენციურად გადამწყვეტი პენალტი დაინიშნა. მოედანზე მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო, სენეგალის განრისხებული გულშემატკივრები კი მინდორზე შეჭრას ცდილობდნენ და სტიუარდებს დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, სენეგალის მწვრთნელმა, პაპ ტიავმა, მოთამაშეთა უმეტესობა გასახდელისკენ წაიყვანა. გაურკვეველი იყო, გაგრძელდებოდა თუ არა თამაში.
სენეგალელი გულშემატკივრის შეტაკება უსაფრთხოების სამსახურთან მას შემდეგ, რაც VAR-ის გადამოწმების შედეგად მაროკოს სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო ფანები მოედანზე შეიჭრნენ; რაბათი, მაროკო, 18 იანვარი.
ფოტო: სიფივე სიბეკო/Reuters
თუმცა, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოთამაშეები მოედანზე დაბრუნდნენ და მატჩი განახლდა. მაროკოელთა ვარსკვლავის, ბრაიმ დიასის მიერ "პანენკას" სტილში დარტყმული პენალტი ედუარ მენდიმ მოიგერია. დამატებით დროში კი ერთადერთი გოლი სენეგალელმა პაპ გეიემ გაიტანა.
CAF-მა თავის გადაწყვეტილებაში აფრიკის თასის რეგულაციების 82-ე და 84-ე მუხლებზე მიუთითა. 82-ე მუხლის თანახმად, თუ გუნდი "უარს ამბობს თამაშზე ან ტოვებს მოედანს მატჩის დასრულებამდე მსაჯის ნებართვის გარეშე", ის აგებს თამაშს და ტურნირიდან ირიცხება. 84-ე მუხლი კი მეტოქე გუნდს 3:0 გამარჯვებას ანიჭებს.
მანამდე, იანვარში CAF-მა სენეგალისა და მაროკოს ფედერაციებს ჯამში 1 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მწვრთნელ პაპ ტიავს კი, თამაშის რეპუტაციის შელახვისთვის, აფრიკის თასის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. თუმცა, მაშინ კონფედერაცია ფინალის შედეგში არ ჩარეულა.
სამშაბათის გადაწყვეტილების შემდეგ მაროკოელები ქუჩებში საზეიმოდ გამოვიდნენ და ადგილობრივი მედია აჩვენებს კადრებს, როგორ მოძრაობენ ბედნიერი გულშემატკივრები ტანჟერში ეროვნული დროშებით, დაფდაფებით, საყვირებით და მაშხალებით.
BBC Newsday-თან საუბრისას, მაროკოელმა ჟურნალისტმა ჯალალ ბუნურმა თქვა, რომ ეს იყო "უძილო ღამე, რადგან გულშემატკივრები ამ ამბავს უდიდესი აღფრთოვანებითა და სიხარულით შეხვდნენ". ქვეყანაში სუფევს განცდა, რომ სამართლიანობა აღდგა მას შემდეგ, რაც მაროკოელებმა წესების დარღვევა იხილეს.
"მჯერა, რომ ეს იყო სპორტული უსამართლობა, მაროკო ნამდვილად დაიჩაგრა და ფაქტები ნათელი იყო", — განუცხადა ერთ-ერთმა მამაკაცმა BBC-ს რაბათში — "მთელი მაროკოელი ხალხი გარეთაა, ყველა ქალაქში, ყველა ბედნიერია ჩვენი თასით. თასი დაგვიბრუნდა, ის თასი, რომელიც წაგვართვეს", — უთხრა ადგილობრივ სპორტულ არხს ქალმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისური ეცვა.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი აღნიშნა, რომ ერი ჯერ კიდევ გაოგნებულია გადაწყვეტილებით: "გუნდი შოკშია, ვფიცავ, მეც შოკში ვარ. მადლობა ღმერთს, ჩვენი თასი დაგვიბრუნდა და მადლიერები ვართ, რადგან ის სამართლიანად გვეკუთვნოდა".
სენეგალის დედაქალაქ დაკარში ეს ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა, თუმცა სრულიად საპირისპირო მიზეზით.
"გაოგნებული ვარ. ფეხბურთი აღარ არსებობს. ეს არ არის ფეხბურთი. აქ არავის ესმის და არავინ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას", — განუცხადა სააგენტო AFP-ს ახალგაზრდა მამაკაცმა, დაუდა სეკმა — "ჩვენ შოკირებულები ვართ. კორუფციამ გაიმარჯვა".
მისი პოზიცია დაემთხვა სენეგალის მთავრობის ოფიციალურ პასუხს, რომელმაც განაცხადა, რომ ტიტულის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მთავრობის განცხადებით, ეს დადგენილება ძირს უთხრის CAF-ის რეპუტაციას.
გაზეთების პირველი გვერდები, რომლებიც აშუქებენ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებას სენეგალის ეროვნული ნაკრებისთვის აფრიკის ერთა თასის ტიტულის ჩამორთმევისა და მისი მაროკოს ნაკრებისთვის გადაცემის შესახებ; დაკარი, სენეგალი, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026 წელი.
ფოტო: AP/მისპერ აპავუ
ხელისუფლებამ ასევე მოითხოვა "დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება CAF-ის მმართველ ორგანოებში სავარაუდო კორუფციის შესახებ".
"CAF საფეხბურთო სამყაროს დასაცინი გახდება, აფრიკელებს კი მასხრად აიგდებენ ყველაფრის გამო, რაც ამ ტურნირის ორგანიზებაზე ითქვა", — განუცხადა BBC-ს სენეგალის კიდევ ერთმა გულშემატკივარმა.
"ვფიქრობ, საუკეთესო გუნდმა მოედანზე გაიმარჯვა და ამას პატივი მოედანს გარეთაც უნდა სცენ. სპორტის კანონები ამ დონეზე უნდა მოქმედებდეს", — აღნიშნა სენეგალელმა სტუდენტმა რალფ ნონგამ.
როგორც სენეგალმა, ისე მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს. აფრიკის თასის ფინალის შემდგომი სანქციებიდან არცერთი არ იქონიებს გავლენას მათ მონაწილეობაზე მსოფლიო ფორუმზე, თუმცა ორივე ნაკრები აცხადებს პრეტენზიას აფრიკის ჩემპიონობაზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები