ლაბუბუს მანია დიდ ეკრანზე გადაინაცვლებს: სათამაშოების შესახებ ფილმს იღებენ
ფოტო: Getty Images
ლაბუბუს უზომოდ პოპულარული თოჯინები მალე საკუთარ სრულმეტრაჟიან ფილმში გამოჩნდებიან, ამის შესახებ ჩინურმა სათამაშოების კომპანია Pop Mart-მა და Sony Pictures-მა განაცხადეს.
კომპანიების განცხადებით, ფილმი, რომელიც მხატვრული კინოსა და კომპიუტერული ანიმაციის ნაზავი იქნება, "განვითარების ადრეულ ეტაპზეა". მას პოლ კინგი გადაიღებს, რომლის ანგარიშზეც ისეთი პროექტებია, როგორიცაა ვონკა, პადინგტონი და BBC-ის კომედიური სერიალი The Mighty Boosh. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
გლობალური ფენომენი
ბოლო წლებში ლაბუბუმ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მათმა გაყიდვებმა Pop Mart სათამაშოების ინდუსტრიის გიგანტად აქცია, რომლის ღირებულებაც თითქმის 40 მილიარდ დოლარს აღწევს. ამ მაჩვენებლით მან ისეთ დამკვიდრებულ კონკურენტებსაც კი გადაასწრო, როგორიცაა ბარბის მწარმოებელი Mattel.
ლაბუბუს გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა Pop Mart-ს საშუალება მისცა, გასცდენოდა მხოლოდ სათამაშოების წარმოებას, კომპანიამ პეკინში გასართობი პარკი გახსნა, ახლა კი კინოინდუსტრიაშიც შეაბიჯა.
რა არის ლაბუბუ და რატომაა ასეთი პოპულარული?
რა ხდის ლაბუბუს განსაკუთრებულს?
ლაბუბუ კომპანიის ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. მისი მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. "ბრმა ყუთებია" (blind boxes), მყიდველმა არ იცის, კონკრეტულად რომელი ლაბუბუ შეხვდება მანამ, სანამ შეფუთვას არ გახსნის.
პერსონაჟების პოპულარობას ხელი ცნობილმა ადამიანებმაც შეუწყვეს: მაგალითად, რიანასა და Blackpink-ის წევრ ლისას არაერთხელ დაუფიქსირებიათ ლაბუბუს აქსესუარები თავიანთ ძვირადღირებულ ჩანთებზე.
პერსონაჟი ათ წელზე მეტი ხნის წინ ჰონგ-კონგელმა ხელოვანმა, კასინგ ლუნგმა შექმნა. ლაბუბუ არის ტყის ელფი, რომელიც სკანდინავიური მითოლოგიითაა შთაგონებული. ის ლუნგის წიგნების სერიის, The Monsters-ის ნაწილია. კასინგ ლუნგი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. რეჟისორ პოლ კინგთან ერთად სცენარზე იმუშავებს სტივენ ლევენსონი, რომელიც ცნობილია მიუზიკლებით Dear Evan Hansen და Tick, Tick... Boom!
ექსპერტების აზრით, მედია-ფრენჩაიზის გაშვება სათამაშოების პოპულარობის შემდეგ ლოგიკური ნაბიჯია. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მარკეტინგის ლექტორის, კიმ და-იუნგის თქმით, ეს დაეხმარება Pop Mart-ს, გარდაიქმნას სათამაშოების რითეილერიდან გასართობ ბრენდად.
"Gen Z და მილენიალი მომხმარებლებისთვის კონტენტი და კომერცია მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ისტორიის ნახვა, პერსონაჟთან ემოციური კავშირის დამყარება და შემდეგ მისი სამყაროს ნაწილის შეძენა ერთიანი პროცესია... პოტენციალი ძალიან დიდია," — განუცხადა კიმმა BBC-ს.
სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პროფესორი კაპილ ტული კი მიიჩნევს, რომ ლაბუბუ-ს ერთგული და ფანატიკური მომხმარებელთა ბაზა ფილმის წარმატების გარანტიაა. მისივე თქმით, პროექტი კარგად გამოიყენებს ჩინური ანიმაციის ამჟამინდელ აღმავლობას: "ამ ნახტომის გასაკეთებლად ახლა საუკეთესო მომენტია".
ასევე ნახეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები