ფაშინიანის თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, სომხეთი ომში აღმოჩნდება
ფოტო: primeminister.am
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყანა შესაძლოა გარდაუვალი ომის წინაშე აღმოჩნდეს, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "საზღვარგარეთიდან მართული" ოპოზიციური ძალები გაიმარჯვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ArmenPress ავრცელებს.
კონკრეტული პარტიების დასახელების გარეშე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გარკვეული ჯგუფები ახლახან დამყარებული მშვიდობის "გადახედვას" ცდილობენ. ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, რომ მოელის თავისი პარტიის, "სამოქალაქო ხელშეკრულები", მიერ ხმების იმ რაოდენობის მოპოვებას, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო. ეს კი, მისი თქმით, რეგიონული მშვიდობის პროცესებს სრულიად შეუქცევადს გახდის.
"ჩვენ ამ არჩევნების შედეგად კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას ვგეგმავთ, რადგან სწორედ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ, განსაკუთრებით რეგიონული მშვიდობის კონტექსტში, პროცესებს სრულად შეუქცევადს გავხდით," — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ფაშინიანმა გარკვეული ოპოზიციური ძალები აზერბაიჯანთან ახალი ომის მომზადებაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ ამ ძალების ნაწილს საერთოდ არ ესმის რას ამბობენ, რადგან მათი განცხადებები სხვაგან იწერება და ისინი მათ უბრალოდ კითხულობენ.
"ეს პარტიები და წრეები ჯერ ამბობენ, რომ მშვიდობის წინააღმდეგნი არ არიან, შემდეგ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მშვიდობის გადახედვას დაიწყებენ. ყოველგვარი შელამაზების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ომი — სომხეთისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ ტერიტორიების, არამედ სუვერენიტეტის დაკარგვასაც.
ზოგს მათგანს, როგორც ჩანს, არც კი ესმის, რას ამბობს, რადგან ჩემთვის აშკარაა, რომ ტექსტები, რომლებსაც ისინი წარმოთქვამენ, ყოველ შემთხვევაში, ნაწილი მაინც, სხვაგან იწერება. ძალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ ესმით საკუთარი ნათქვამი, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეთ სომხეთში რაიმე ოფიციალური სტატუსზე პრეტენზია.
ყველა ეს ძალა მშვიდობის გადახედვის პოზიციაზე დგას, რაც გარდაუვლად ნიშნავს ომს — სავარაუდოდ არჩევნების დასრულებისთანავე, ყველაზე გვიან კი შემოდგომისთვის. მე ხომ ვაანალიზებ მათ ნათქვამს? საჭიროების შემთხვევაში, შემიძლია ყველა მათგანი ნათლად დავასახელო. ვვარაუდობ, რომ ზოგს არც კი ესმის, რას ამბობს, მაგრამ ისინი ამზადებენ ახალ სექტემბრის ომს — სერიოზული შედეგებით," — განაცხადა ფაშინიანმა.
კითხვაზე, თუ რატომ სურთ ამ ძალებს ახალი ომის პროვოცირება, ფაშინიანმა უპასუხა, რომ მათი მიზანი სომხეთის პერიფერიულ მდგომარეობაში შენარჩუნებაა. მისივე განმარტებით, მშვიდობის გადახედვის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს.
"მიზანი ძალიან მარტივია: მათი ამოცანაა სომხეთის პერიფერიულ მდგომარეობაში შენარჩუნება, როგორც ეს მათი მმართველობის დროს იყო. ისინი ხედავენ, რომ სომხეთი დამოუკიდებელი გახდა და ეს მათთვის პრობლემაა, რადგან გადაწყვეტილი აქვთ, სომხეთს დამოუკიდებლობის საშუალება არ მისცენ... მშვიდობის გადახედვის ნებისმიერი მცდელობა ნიშნავს ომს — დაუყოვნებლივ! ან როცა ამბობენ: "არარატი ჩვენია", "დადივანქი ჩვენია" — ეს ომია!", — განაცხადა ფაშინიანმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები