86 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩაკ ნორისი
ჩაკ ნორისის გარდაცვალების შესახებ ოჯახი ინსტაგრამზე წერს:
"დამძიმებული გულით გატყობინებთ, რომ გუშინ დილას ჩვენი საყვარელი ჩაკ ნორისი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გვსურს გარემოებები კონფიდენციალურად დავტოვოთ, იცოდეთ, რომ ის ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდად იყო".
გარდაცვალებამდე ჩაკ ნორისი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის გამო ჰავაიზე იყო ჰოსპიტალიზებული.
გავრცელებულ განცხადებაში ოჯახმა აღნიშნა, რომ ურჩევნიათ დეტალები კონფიდენციალურად დატოვონ, თუმცა ნორისის გარდაცვალება "მოულოდნელად" დაახასიათეს.
"ვიცით, ბევრს გსმენიათ მისი ბოლოდროინდელი ჰოსპიტალიზაციის შესახებ და მადლობას გიხდით იმ ლოცვისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისკენ გზავნიდით", — წერს ოჯახი
ჩაკ ნორისი ამერიკული საბრძოლო ხელოვნების სცენის გამორჩეული ფიგურა და მძაფრსიუჟეტიან ფილმებში შესრულებული როლებით ცნობილი მსახიობი იყო.
იგი 1940 წელს ოკლაჰომაში დაიბადა. სანამ საბრძოლო ხელოვნების ვარსკვლავად იქცეოდა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. ნორისი ფლობდა შავ ქამრებს კარატეში, ტაეკვანდოში, ძიუდოსა და ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში.
ჩაკ ნორისი დეტექტივის როლში, 1988 წლის კრიმინალურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გმირი და ტერორი
ფოტო: Getty Images
როგორც მსახიობმა, აღიარება 1972 წელს მოიპოვა, როდესაც საბრძოლო ხელოვნების ლეგენდა ბრიუს ლისთან ერთად გამოჩნდა ფილმში დრაკონის გზა. ნორისის სხვა ცნობილ ფილმებს შორისაა დელტას რაზმი (Delta Force) და დაკარგულები ბრძოლის ველზე (Missing in Action).
ჩაკ ნორისი ჯოზეფ ზიტოს 1984 წლის ფილმში დაკარგულები ბრძოლის ველზე.
ფოტო: Getty Images
კბილებამდე შეიარაღებული ჩაკ ნორისი 1985 წლის ფილმის, შეჭრა აშშ-ში (Invasion USA), ერთ-ერთ სცენაში
ფოტო: Getty Images
ჩაკ ნორისი დაუმორჩილებელი ტეხასელი რეინჯერის როლში, კადრი 1983 წლის ფილმიდან მარტოხელა მგელი მაკქუეიდი
ფოტო: Getty Images
თუმცა, ის ალბათ ყველაზე მეტად ცნობილია კორდელ "კორდ" უოკერის როლით გრძელვადიან სატელევიზიო სერიალში უოკერი, ტეხასელი რეინჯერი.
ბევრი ახალგაზრდისთვის მისი სახე უპირველესად 2010-იანი წლების დასაწყისის უკვდავ მიმებთან ასოცირდება. მის ფოტოებს ხშირად თან ახლდა თეთრი, სქელი შრიფტით დაწერილი ტექსტები, რომლებიც მსახიობს წარმოაჩენდა როგორც ლეგენდას, რომელთან გაჯიბრებაც შეუძლებელია.
ჩაკ ნორისი — მიმების ვარსკვლავი
ფოტო: Getty Images
აი, რამდენიმე მაგალითი:
- "ჩაკ ნორისს შეუძლია მხედველობის ტესტი თვალდახუჭულმა გაიაროს";
- "როდესაც ჰალკი ძალიან ბრაზდება, ის ჩაკ ნორისად იქცევა";
- "გრიპს წელიწადში ერთხელ ჩაკ ნორისის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება უწევს";
- "ჩაკ ნორისი შხაპს კი არ რთავს, მანამ აშტერდება, სანამ წყალი ტირილს არ დაიწყებს".
მას დარჩა მეუღლე, ჯინა ო’კელი და ხუთი შვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები