ჯასტინ ტიმბერლეიკის ნასვამ მდგომარეობაში დაკავების ჩანაწერი გავრცელდა — ნახეთ ვიდეო
ფოტო: Sag Harbor Police Department
2 წლის შემდეგ გასაჯაროვდა პოლიციის ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია ჯასტინ ტიმბერლეიკის დაკავება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო.
ტიმბერლეიკი 2024 წლის ივნისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ საგზაო ნიშნის უგულებელყოფისა და გზის არასწორ მხარეს გადასვლის გამო გააჩერა.
კადრებში ჩანს, როგორ ბორძიკებს ჯასტინი სიმთვრალის შესამოწმებელი ტესტების დროს და ცდილობს განმარტოს, რომ ის მსოფლიო ტურნეზე იმყოფება.
ფოტო: Getty Images
დაკავების დროს 45 წლის მომღერალი საგ ჰარბორში, ჰემპტონის მდიდრულ სოფელში იმყოფებოდა, რომელსაც ცნობილი ადამიანები ხშირად სტუმრობენ.
ტიმბერლეიკმა ინციდენტის შემდეგ სოფლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვდა, რომ მისი დაკავების კადრები არ გაესაჯაროებინათ, რადგან მათში მომღერალი მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვიდეოების გავრცელება მის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
თუმცა, მოსამართლემ დაადგინა, რომ კადრების გასაჯაროება არ წარმოადგენდა პირადი ცხოვრების ხელყოფას და ორივე მხარე შეთანხმდა მათ გამოქვეყნებაზე (გარკვეული დეტალების დაფარვით).
გასაჯაროვდა 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის მასალა, რომელიც ასახავს როგორც მომღერლის ავტომობილის გაჩერების მომენტს, ისე პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდგომ კადრებს.
იხილეთ ვიდეო:
ვიდეოში პოლიციის ოფიცერი ტიმბერლეიკს მძღოლის ფანჯრიდან ესაუბრება და ეუბნება, რომ დაინახა, როგორ გადავიდა მისი ავტომობილი გზის მარცხენა მხარეს და როგორ არ დაემორჩილა გაჩერების ნიშნებს.
"დიახ, ამის გამო ბოდიშს ვიხდი," — პასუხობს ტიმბერლეიკი და ამბობს, რომ ავტომობილი ნაქირავები აქვს. როდესაც ოფიცერმა ჰკითხა, სტუმრად იყო თუ არა, ტიმბერლეიკმა აუხსნა, რომ ტურნეზე იმყოფებოდა.
რაზე? — კითხულობს პოლიციელი.
— მსოფლიო ტურნეზე — პასუხობს მომღერალი.
რას აკეთებთ? — აგრძელებს ოფიცერი.
— ამ... რთული ასახსნელია. ამ... მსოფლიო ტურნე. მე ჯასტინ ტიმბერლეიკი ვარ...
რა გქვიათ? — კითხულობს ოფიცერი.
ტიმბერლეიკი თავის სახელს იმეორებს, რის შემდეგაც პოლიციელი მართვის მოწმობას სთხოვს.
ოფიცრებმა ბრალდების დოკუმენტში აღნიშნეს, რომ გაჩერებისას ტიმბერლეიკს ამღვრეული თვალები ჰქონდა, პირიდან კი ალკოჰოლური სასმლის ძლიერი სუნი ამოსდიოდა.
კადრებში ასევე ჩანს, რომ ტიმბერლეიკს სიფხიზლის დასადგენ ტესტებს უტარებენ, როგორებიცაა სწორ ხაზზე სიარული და ოფიცრის ხელის მოძრაობაზე მზერის მიდევნება.
ჯასტინმა ალკოტესტზე უარი თქვა და სიარულისას რამდენჯერმე წაბორძიკდა. მომღერალმა პოლიციელებს უთხრა, რომ ცოტას ნერვიულობდა.
სხვათა შორის, ეს... ეს მართლაც რთული ტესტებია
საბოლოოდ, ოფიცრებმა მას ხელბორკილები დაადეს და პოლიციის ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს. ვიდეოში ჩანს ტიმბერლეიკთან ერთად მყოფი პირიც, რომელიც პოლიციელებს უახლოვდება და სთხოვს, რომ ჯასტინი არ დააკავონ.
ჯასტინ ტიმბერლეიკის ფოტო პოლიციის განყოფილებიდან
ფოტო: Sag Harbor police
სასამართლომ ტიმბერლეიკს $500-ის ოდენობით ჯარიმა, $260 დანამატის გადახდა და 25-საათიანი საზოგადოებრივი შრომა დააკისრა. ასევე, მას დაევალა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საჯარო განცხადების გაკეთება.
"მაშინაც კი, თუ მხოლოდ ერთი ჭიქა სასმელი გაქვთ მიღებული, ნუ მიუჯდებით საჭეს," — თქვა მომღერალმა განცხადებაში. "მე ეს შეცდომა დავუშვი, მაგრამ იმედი მაქვს, ვინც ახლა მიყურებს და მისმენს, ჩემს მაგალითზე ჭკუას ისწავლის. მე ნამდვილად ვისწავლე."
იხილეთ უფრო ხანგრძლივი ვიდეო:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები