ჩაპელ როუნი ბოდიშს უხდის ჟორჟინიოს 11 წლის შვილს
ფოტო: Getty Images
ჩაპელ როუნმა ბოდიში მოუხადა ჩელსისა და არსენალის ყოფილ ფეხბურთელ ჟორჟინიოს მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა მომღერალი და მისი დაცვის გუნდი "ზედმეტად აგრესიული ქცევის" გამო გააკრიტიკა. ჟორჟინიოს თქმით, მომხდარის გამო, მისმა 11 წლის ქალიშვილმა იტირა.
34 წლის ჟორჟინიო ამჟამად სამშობლოში, ბრაზილიურ ფლამენგოში თამაშობს. შაბათს მან განაცხადა, რომ მისმა შვილმა სან-პაულუს სასტუმროში როუნის გვერდით ჩაიარა, რათა დარწმუნებულიყო, ნამდვილად ის იყო თუ არა, რა დროსაც მას მომღერლის დაცვა დაუპირისპირდა.
ფოტო: Getty Images
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ჟორჟინიომ მომხდარს "ძალიან დასანანი სიტუაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილი "აშკარად შეშინებული იყო და ბევრს ტიროდა". ფეხბურთელის პოსტი ინციდენტის შესახებ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
კვირას როუნმაც გამოაქვეყნა ინსტაგრამზე ვიდეო, სადაც ინციდენტის ეპიცენტრში მყოფი დაცვის თანამშრომელი გააკრიტიკა და დედა-შვილს ბოდიში მოუხადა.
"ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის [შვილი] მომღერალს არც კი მიახლოებია", — ეწერა ჟორჟინიოს თავდაპირველ პოსტში — "მან უბრალოდ მომღერლის მაგიდას ჩაუარა, შეხედა, რომ დარწმუნებულიყო მის ვინაობაში, გაიღიმა და დედასთან დაბრუნდა. მას არაფერი უთქვამს და არაფერი უთხოვია. ის, რაც შემდეგ მოხდა, სრულიად არაადეკვატური იყო.
საუზმისას მათ მაგიდასთან დაცვის თანამშრომელი მივიდა და ჩემს მეუღლესა და შვილს უკიდურესად აგრესიულად დაუწყო ლაპარაკი. ეუბნებოდა, რომ დედას არ უნდა მიეცა ბავშვისთვის უფლება, სხვებისთვის "პატივი არ ეცა" ან "შეეწუხებინა".
სასტუმროში მათ წინააღმდეგ საჩივრითაც კი დაემუქრა, სანამ ჩემი 11 წლის შვილი იჯდა და ტიროდა".
როუნმა ვიდეომიმართვაში თქვა: "მინდა მოგიყვეთ ისტორიის ჩემი ვერსია იმაზე, რაც დღეს მოხდა დედასა და შვილს შორის და დაცვის თანამშრომელს შორის, რომელიც არ არის ჩემი პირადი დაცვის წევრი.
მე არც კი დამინახავს ქალი და ბავშვი. ჩემთან არავინ მოსულა. არავის შევუწუხებივარ. უბრალოდ სასტუმროში ვსაუზმობდი და ვფიქრობ, ეს ხალხიც ამავე სასტუმროში ცხოვრობდა.
მე არ მითხოვია დაცვისთვის, რომ ამ დედა-შვილთან მისულიყო და დალაპარაკებოდა. არა. ისინი ჩემთან არ მოსულან. არაფერს აკეთებდნენ. უსამართლობაა დაცვის მხრიდან იმის დაშვება, რომ ვიღაცას ცუდი განზრახვა აქვს, როცა ამის საბაბი არ არსებობს, რადგან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.
მე არ მძულს ჩემი მუსიკის ფანები და არ მძულს ბავშვები. ეს სიგიჟეა. ბოდიშს ვუხდი დედასა და შვილს. ვიღაცამ რაღაც არასწორად ივარაუდა და თუ თავი უხერხულად იგრძენით, ეს ძალიან მასევდიანებს. თქვენ ეს არ დაგიმსახურებიათ".
ფოტო: Getty Images
ჟორჟინიომ, იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, რომელიც გასულ ზაფხულს სათამაშოდ მშობლიურ ბრაზილიაში გადავიდა, დასძინა, რომ როგორც ფეხბურთელი, ის შეჩვეულია საჯაროობას და, შესაბამისად, ესმის "პატივისცემისა და საზღვრების" მნიშვნელობა.
მის პოსტში ასევე ეწერა: "სამწუხაროა ასეთი მოპყრობის ნახვა მათგან, ვისაც ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს ფანების მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, სწორედ ისინი ქმნიან ყოველივე ამას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს დაფიქრების საბაბი გახდება. არავინ უნდა გაიაროს ეს, მით უმეტეს ბავშვმა. @chappellroan. შენი ფანების გარეშე შენ არაფერი იქნებოდი. ხოლო ფანებს ვეტყვი: ის თქვენს სიყვარულს არ იმსახურებს".
ამბავს რიო-დე-ჟანეიროს მერიც გამოეხმაურა, რომელმაც ამერიკელი მომღერალი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 28 წლის შემსრულებელს არ მისცემს უფლებას მონაწილეობა მიიღოს პროექტში Todo Mundo no Rio (საერთაშორისო მუსიკალური მეგაშოუების სერია, რომელსაც რიოს მერია უწევს ორგანიზებას).
მან თქვა: "სანამ მე ვხელმძღვანელობ ჩვენს ქალაქს, ეს ახალგაზრდა ქალბატონი (როუნი) არასოდეს გამოვა Todo Mundo no Rio-ზე. ეჭვი მეპარება, შაკირას მსგავსი რამ გაეკეთებინა! სხვათა შორის, ჟორჟინიო, შენი პატარა მაისის ღონისძიების საპატიო სტუმარი უკვე არის". ჟორჟინიომ მერის პოსტს X-ზე გულის ემოჯით უპასუხა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები