მედიამონიტორინგი: მთავრობის მიმართ რბილი პოზიციით იმედი და GPB ხასიათდება, კრიტიკულით - რ2
ფოტო: Shutterstock
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ტელევიზიების მედიამონიტორინგის მიხედვით, ცენტრალური ხელისუფლება ყველაზე უარყოფითად რუსთავი 2-ის ეთერში გაშუქდა (46 პროცენტი). ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიმართ "რბილი" პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია იმედი. ამავე დროს, ეთიკური პრინციპების დაცვითა და მიუკერძოებულობით გამორჩეულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პარტიების გაშუქება:
- ქართული ოცნება ყველაზე უარყოფითად რუსთავი 2-ის (40 პროცენტი), ხოლო დადებითად გურჯაანის ეთერში (24 პროცენტი) გაშუქდა;
- რუსთავი 2 სიმპათიის ამჟღავნებს ნაციონალური მოძრაობისა და მისი თბილისის მერობის კანდიდატის მიმართ. მაუწყებლებმა ყველაზე დიდი დრო ჯამში ქართულ ოცნებას დაეთმო, მომდევნო ადგილებზეა ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო;
- ნაციონალური მოძრაობასაც ყველაზე დადებითი გაშუქება გურჯაანის ეთერში ჰქონდა (30 პროცენტი), ყველაზე უარყოფითი კი - ობიექტივის ეთერში (66 პროცენტი);
- ტელეკომპანია ობიექტივი ერთადერთი არხია, სადაც დათმობილი დროის მიხედვით მე-2 ადგილზეა პატრიოტთა ალიანსი (ოდნავ ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე ქართულ ოცნებას). პატრიოტთა ალიანსი ობიექტივზე ნეგატიურად საერთო არ გაშუქებულა.
კვლევის სხვა მიგნებები:
- წინა წელთან შედარებით, სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება შემცირდა, თუმცა გამონაკლისია ობიექტივი;
- კვლავ პრობლემად რჩება არჩევნებთან დაკავშირებული სიღრმისეული სიუჟეტები;
- რეგიონულ ტელევიზიების ნაწილში საინფორმაციოების დაუდგენელი გრაფიკით გადიოდა იყო რამდენიმედღიანი წყვეტაც;
- რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებს სამთავრობო უწყებების პრეს-სამსახურების მომზადებულ მასალებს, მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე;
- რეგიონულ ტელევიზიებს აქვთ ტექნიკური პრობლემები - ხმის და კადრების ხარისხი დაბალია, ხოლო ზოგიერთ არხს არ აქვს ტიტრები.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
მონიტორინგის პერიოდის განმავლობაში არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვება მოამბეში ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო. დათმობილი დროიდან, ნეიტრალური იყო 82 პროცენტი, დადებითი 10 პროცენტი, ხოლო უარყოფითი 8 პროცენტი.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დადებითად პრემიერ-მინისტრი გაშუქდა, დათმობილი დროის 14 პროცენტი დადებითი იყო, ხოლო 1 პროცენტი უარყოფითი.
ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი წარმოჩნდა, რადგან მისთვის დათმობილი დროის 22 პროცენტი ნეგატიურია იყო.
პარტიებს შორის ყველაზე პოზიტიური გაშუქება ჰქონდა ქართულ ოცნებას (10 პროცენტი).
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველი არხის ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართული ოცნების კანდიდატს დაეთმო. კახა კალაძის დადებითი გაშუქება მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა კონკურენტების დადებით გაშუქებას. მერობის კანდიდატების უარყოფითი გაშუქება პირველ არხზე რაოდენობრივი თვალსაზრისით შესამჩნევი არ ყოფილა.
რუსთავი 2
მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებასა და P.S.- ში ყველაზე ხშირად მთავრობა გაშუქდა, ყველაზე დადებითად - ნაციონალური მოძრაობა, მისთვის დათმობილი დროის 9 პროცენტი პოზიტიური იყო.
ყველაზე უარყოფითად ადგილობრივი ხელისუფლება წარმოჩნდა, დათმობილი დროის 49 პროცენტით. ანგარიშის მიხედვით, ქართული ოცნების გაშუქების 40 პროცენტი იყო უარყოფითი, ასევე პატრიოტთა ალიანსისთვის დათმობილი დროის 39 პროცენტიც ნეგატიურია.
რუსთავი 2-ის ეთერში ნაციონალური მოძრაობის უარყოფითი გაშუქება მხოლოდ ერთი პროცენტი იყო, ხოლო მიხეილ სააკაშვილის 3 პროცენტი, ამავე დროს 94 პროცენტი იყო ნეიტრალური, ხოლო 3 პროცენტი პოზიტიური გაშუქება.
რუსთავი-2-მა ყველაზე დადებითად თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ზაალ უდუმაშვილი გააშუქა, ყველაზე უარყოფითად კი კახა კალაძე.
იმედი
ანგარიშში ნათქვამია, რომ იმედის ქრონიკამ ყველაზე მეტი დრო პარტია ქართულ ოცნებას დაეთმო, ყველაზე დადებითად მთავრობა გაშუქდა, დათმობილი დროის 10 პროცენტით. ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი, დათმობილი დროის 52 პროცენტით. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი დრო კახა კალაძეს დაეთმო. დადებითი ტონით ელენე ხოშტარია ლიდერობდა, უარყოფითით კი კახა კუკავა.
პრემიერ-მინისტრის გაშუქების 8 პროცენტი იყო დადებითი, ხოლო 2 უარყოფითი. იმედის ეთერში ნაციონალური მოძრაობა 33 პროცენტით უარყოფითად გაშუქდა და დათმობილი დროის მხოლოდ 1 პროცენტი იყო დადებითი.
ტვ პირველი
ტვ პირველის მთავარ საინფორმაციო გამოშვება დღის ამბებში ეთერში ყველაზე ხშირად პარტია ქართული ოცნება გაშუქდა, თუმცა ყველაზე უარყოფითად; მისთვის დათმობილი დროის 24 პროცენტი ნეგატიური იყო. დადებითი ტონით პრემიერ-მინისტრი ლიდერობს (5 პროცენტი). თბილისის მერობის კანდიდატებს შორისაც ყველაზე მეტი დრო ქართული ოცნების კანდიდატს დაეთმო და ის ყველაზე ნეგატიურად გაშუქდა. ყველაზე დადებითად ზაალ უდუმაშვილი იყო წარმოჩენილი.
ობიექტივი
მთავარ საინფორმაციო გამოშვება ახალ ამბებში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო. გაშუქებით მეორე ადგილას მყოფი პატრიოტთა ალიანსი ყველაზე დადებითად გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 9 პროცენტი პოზიტიური იყო და უარყოფითი ტონი საერთოდ არ ყოფილა.
ყველაზე უარყოფითად, 66 პროცენტით ნაციონალური მოძრაობა გააშუქეს და დადებითი ტონი საერთოდ არ ყოფილა.
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე დადებითად პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი, ირმა ინაშვილი გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად კი კახა კალაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება მთავარის ეთერში, ყველაზე მეტი დრო ადგილობრივ ხელისუფლებას დაეთმო. ყველაზე დადებითად პრემიერ-მინისტრი წარმოჩნდა, მისთვის დათმობილი დროის 6 პროცენტით. ყველაზე უარყოფითად კი - ადგილობრივი ხელისუფლება, დათმობილი დროის 19 პროცენტით.
საინფორმაციო გამოშვებაში ქართული ოცნებისთვის დათმობილი დროის 18 პროცენტი იყო ნეგატიური, ხოლო ერთი დადებითი. მთავრობის გაშუქებისას მხოლოდ 14 პროცენტი იყო უარყოფითი.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიამონიტორინგი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა. მედიასაშუალებებზე დაკვირვება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა ფარგლებში მიმდინარეობდა.
მონიტორინგის პერიოდში აკვირდებოდნენ საქართველოს მასშტაბით 14 სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს. სამონიტორინგო არხები იყო: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი. ანგარიში ასახავს 19 ივნისი - 8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში






კომენტარები