რატომ გვიჭირს დაძინება, როცა სხეული ზედმეტად დაღლილია?
ფოტო: Pinterest
ალბათ გქონია დღეები, როცა მძიმე და ყოვლისმომცველი დაღლილობა გიგრძნია. აი, ისეთი, შენ გარშემო ყველაფერს ბალიშად და საბნად რომ წარმოგადგენინებს — არ აქვს მნიშვნელობა, კომპიუტერის კლავიატურას დაჰყურებ, წიგნის გადაშლას ცდილობ თუ უბრალოდ კედელს ეყრდნობი. გგონია, რომ როგორც კი ჰორიზონტალურ მდგომარეობას მიიღებ, იმწამსვე გაითიშები. მერე, როგორღაც, ეს დაუსრულებელი დღეც სრულდება, საწოლამდეც აღწევ და რომ გგონია, რამდენიმეთვიან ძილს უნდა მიეცე, თვალსაც ვეღარ ხუჭავ.
ნაცნობი ამბავია, არა? იქნებ სწორედ იმას აღვწერ, რაც არცთუ იშვიათად დაგმართვია.
ფოტო: Pinterest
რატომ ვფხიზლდებით, როცა ვიღლებით?
ამ ამბავს მარტივი, მაგრამ ოდნავ ირონიული ახსნა აქვს: როცა ჩვენი ორგანიზმი სტრესშია, ის გადარჩენის რეჟიმზე გადადის. სწორედ ეს ემართება სხეულს მაშინ, როცა დაღლილობა იმაზე მეტია, ვიდრე მასთან გამკლავების ძალა და უნარი.
მნიშვნელობა არ აქვს, დაღლილობა ფიზიკურია თუ ემოციური, ჩვენი ნერვული სისტემა მას მაინც საფრთხედ აღიქვამს. გონება ასკვნის: თუ ამხელა დატვირთვით ვმუშაობთ და მაინც არ ვიძინებთ, ესე იგი, რაღაც საშიშროება გველის და უნდა ვიფხიზლოთ. საპასუხოდ კი ორგანიზმი სტრესის ჰორმონების — კორტიზოლისა და ადრენალინის გამოყოფას იწყებს.
რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?
როცა იგრძნობ, რომ ეს დამღლელი უძილობა გეწყება, პირველი და ყველაზე მთავარი წესი ასეთია: თავს ძალა არ დაატანო. რაც მეტად ინერვიულებ იმაზე, რომ მეორე დღეს ადრე ხარ ასადგომი და ძალების აღდგენა გჭირდება, მით მეტად დასტრესავ ორგანიზმსაც. შედეგად, ის კიდევ უფრო მეტ კორტიზოლს გამოყოფს და ძილი საერთოდ აღარ მოვა.
უმჯობესია, თუ დანებდები და საკუთარ თავს ეტყვი, რომ არა უშავს; რომ უბრალოდ საწოლში წოლა და ფიზიკური დასვენებაც დიდი შვებაა. როგორც კი ძილის ვალდებულებას მოიხსნი, შფოთვაც დაიკლებს.
ფოტო: Pinteres
ერთ პრაქტიკულ რჩევასაც გაგიზიარებ: თუ საწოლში ბორგავ და ძილი მაინც არ გეკარება, ადექი. ასეთ დროს ცოტა ფეხით გავლა, სხვა, ნაკლებად განათებულ ოთახში გადასვლა და იქ რაიმე მარტივი საქმით დაკავება სხეულსაც და გონებასაც მიახვედრებს, რომ საფრთხემ გადაიარა და დასვენება უკვე შესაძლებელია.
ყველაზე მთავარი მაინც საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებლობაა. დაღლა და სტრესი, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ ყველაფერთან გამკლავებისთვის კი მნიშვნელოვანია, სხეულსაც და გონებასაც დაეხმარო იმის გააზრებაში, თუ როდის სრულდება სამუშაო დღე და როდის დგება დასვენების დრო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები