ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.
ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით "რუსული ოცნების" დაწერისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
14 სექტემბერს, ელენე ხოშტარიამ კახი კალაძის ბანერზე დააწერა "რუსული ოცნება". ოპოზიციონერი ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა. მას თავდაპირველად 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რის გადახდაზეც ხოშტარიამ უარი განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი:
"ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე არაფრისთვის… წარწერისთვის პლაკატზე, რაც მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივ აზრის გამოხატვის ფორმაა! როგორ გეშინიათ!"— წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილი:
"ვინც ელენეს წელიწადნახევარი მიუსაჯა, იმ პირებმა საკუთარ თავს მიუსაჯეს სამუდამო,"— წერს პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
ირაკლი კუპრაძე:
"ფლომასტერით პარტიულ ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ელენე ხოშტარიას, ქალ პოლიტიკოსს, 4 შვილის დედას, 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქართულმა ოცნებამ.
კი, სასამართლომ კი არა, არამედ ქართულმა ოცნებამ.
არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, თუნდაც მათ მხარდამჭერებში, ვინც ამას ეთანხმება?," — წერს პარტია ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.
სიმონ ჯანაშია:
"ეს დრო ისტორიას დაამახსოვრდება, როგორც მორალისგან დაცლილი, უგულო და უინტელექტო პოლიტიკის დრო. სამარცხვინოა, პოლიტიკოსს, ქალს, ელენე ხოშტარიას წელიწადნახევრით ციხეში რომ გამოკეტავ იმ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის, რომელიც ერთ თვეში (და ზოგიერთის აზრით მაშინვე) ისედაც გადასაგდები გახდება.
ის რაც ელენემ გააკეთა იყო ნორმალური პოლიტიკური კულტურისთვის ჩვეულებრივი, დასაშვები სიმბოლური პოლიტიკური აქტი. ეს საქციელი ასევე იყო მორალური საქციელიც. ის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს გამოესარჩლა, რომელიც იგივე ბრალდებით და დიდი სპეცოპერაციის საფუძველზე თბილისიდან ბათუმში მიმავალი დააკავეს.
სიმბოლური პოლიტიკური აქტისთვის პოლიტიკოსის დაკავება ნიშნავს უპირველესად პოლიტიკის აკრძალვის სურვილს, პოლიტიკის წარმოების ფორმების განსაზღვრის უფლების მიტაცების მცდელობას, საკუთარი მოწინააღმდეგეების ნებისმიერ ფასად განადგურების სურვილს. მორალურად გამართლებული საქციელისთვის ადამიანების დასჯა კი უპირველესად საზოგადოების ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლით უნდა ავხსნათ.
არ შევეგუებით! თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!", — წერს თავისუფლების მოედნის წევრი ჯანაშია სოციალურ ქსელში.
გიგა ლემონჯავა:
"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში არავითარი ფლომასტერი, როგორც რეალური საფუძველი ელენეს მიმართ პოლიტიკური დევნისა არ არსებობს. ელენეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯეს იმის გამო, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაუწია, გააკეთა ყველაფერი რუსული ბოროტი რეჟიმის დემონტაჟისთვის და რა თქმა უნდა, ამის კეთებას გააგრძელებს.
თუმცა, ასევე ეს არის ერთგვარი სიგნალი, მუქარა ყველასთვის ვინც გარეთ ვართ, ამაზე ჩვენი პასუხი არის შემდეგი, რასაც ელენეც იტყოდა, ჩვენ ადგილას რომ იყოს და ნებისმიერი ჩვენგანი იყოს ციხეში: ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვება წარმოგვიდგენია, მისი ჩამოშლის გზით და ეს მომენტი აუცილებლად დადგება.
თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ივანიშვილი ვერ გააჩერებს ვერავითარი ციხით, ვერავითარი ციხის შიშით, ვერავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორებით," — განაცხადა პარტია დროას ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ.
გიორგი ვაშაძე:
"ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის ადამიანი, ვინც ვფიქრობთ, რომ ასეთ უსამართლობაში ცხოვრება არ შეიძლება ქვეყანაში. უნდა დავდგეთ ერთად და ჩვენ ოპოზიციური ალიანსი სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ, ამისთვის არსებობს სხვადასხვა გაერთიანებები, საზოგადოებრივი ჯგუფები.
შევიკრათ ერთ მუშტად და მათ, იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომელიც არის ამ ბოროტების მთავარი შემქმნელი და უსამართლობის წყარო, გავცეთ პასუხი ერთიანი ძალისხმევით," —განაცხადა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შალვა ნათელაშვილი:
"ლეონარდოს მონა ლიზა, რომ დააზიანეს ლუვრში დამნაშავეს ადმინისტრაციულ სახდელი დაადეს, აი კახი კალაძის ბანერზე წარწერისათვის კი, ელენე ხოშტარიას ორ წლამდე ციხე მიუსაჯეს.გამოვდივარ წინადადებით — დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში მონა ლიზას თავზე," — წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
კახა კუკავა:
"მიუხედავად ელენე ხოშტარიას, მის პიროვნების და პოლიტიკური საქმიანობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულებაზე თავლაფის დასხმა, მხედრიონის დროს არ იღებდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს.
ამ მოსამართლემაც და მისი კლანის ყველა წევრმა თავის დროზე პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის წესით," — წერს პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა.
დიმიტრი ცქიტიშვილი:
"რეჟიმი იმიტომ კი არ არის რუსული, ელენემ რომ დაწერა, არამედ ამ "კრიმინალზე" თქვენი რეაქციის გამო ხართ რუსულები. საკუთარი ხელით საკუთარ სახეზე დაიჯღაბნეთ თქვენი რუსულობა", — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.
საბა ბუაძე:
"საინტერესოა რა ტრიალებს შენს თავში, როდესაც დედაქალაქის მერი ხარ და შენს ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ქალს და ოთხი შვილის დედას 1 წელი და 6 თვე პატიმრობას უსჯიან.
ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას!", — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.
თეონა ჭალიძე:
"ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია ელენე ხოშტარია. ოთხი შვილის დედა. პირველი ქალი პოლიტიკოსი პოლიტპატიმარი. რას ეტყვის ქმარს, ასევე ოთხი შვილის დედა ეკატერინე ხვედელიძე ქალთა ციხეში ტყვეობაში დატოვებულ შეუპოვარ ქალზე?!" — წერს ოპოზიცონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები