პიტერ ჯექსონი ბეჭდების მბრძანებლის ახალ ფილმს იღებს
ფოტო: Warner Bros.
სტივენ კოლბერმა, ბეჭდების მბრძანებლის თავგადაკლულმა ფანმა, რომელსაც წიგნებიდან მთელი პასაჟების ციტირება შეუძლია, თავისი საზაფხულო საქმე იპოვა.
კოლბერი ფრენჩაიზის მომავალი ორი ფილმიდან მეორის სცენარის შესამუშავებლად მიიწვიეს. ის თავის ვაჟთან, პიტერ მაკგისთან და ბეჭდების მბრძანებლის ვეტერან სცენარისტთან, ფილიპა ბოიენსთან ერთად იმუშავებს პროექტზე ბეჭდების მბრძანებელი: წარსულის ჩრდილი (ამჟამად სამუშაო სათაურია). ეს ნაწილი მოჰყვება ფილმს ბეჭდების მბრძანებელი: ნადირობა გოლუმზე, რომლის რეჟისორიც გოლუმის როლის შემსრულებელი, ენდი სერკისია.
Warner Bros.-მა სიახლე სამშაბათს ღამით ვიდეო-განცხადებით გაავრცელა, რომელიც რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გახსნა. ჯექსონმა, რომელმაც ჯ.რ.რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის (2001–2003) და ჰობიტის (2012–2014) ტრილოგიების ადაპტაცია გადაიღო, მიანიშნა "ძალიან განსაკუთრებულ პარტნიორზე", რომელთანაც ნადირობა გოლუმზე-ს შემდეგ იმუშავებდა, ხოლო მერე გვიანი ღამის შოუს წამყვანი წარადგინა.
ვიდეოზარის დროს კოლბერმა განმარტა, რომ წარსულის ჩრდილი მოიცავს ბეჭდის საძმოს იმ თავებს, რომლებიც ჯექსონის 2001 წლის ეკრანიზაციაში არ მოხვედრილა. "აღმოვაჩინე, რომ ისევ და ისევ ვკითხულობდი ბეჭდის საძმოს იმ ადრეულ ექვს თავს, რომლებიც შენ თავის დროზე პირველ ფილმში არ შეიტანე", — თქვა კოლბერმა — "ეს ძირითადად არის სამნი ერთად (Three is Company) ნისლი ყორღანებზეს (Fog on the Barrow-Downs) ჩათვლით. შემდეგ გავიფიქრე: "მოიცა, იქნებ ეს ცალკე ისტორია იყოს, რომელიც დიდ სიუჟეტში ჩაეწერება? შეგვიძლია შევქმნათ ისეთი რამ, რაც სრულად ერთგული იქნება წიგნებისაც და იმ ფილმებისაც, რომლებიც უკვე გადაიღე?"
კოლბერის თქმით, მას შემდეგ, რაც ეს იდეა შვილთან, პიტერთან (რომელიც ასევე სცენარისტია) ერთად განიხილა, მათ შეიმუშავეს ამ ამბის ჩარჩო სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ღამის შოუს წამყვანს რამდენიმე წელი დასჭირდა "სიმამაცის მოსაკრებად", რათა ჯექსონისთვის დაერეკა, მისი თქმით, ორი წლის წინ რეჟისორს იდეა იმდენად მოეწონა, რომ ადაპტაციაზე საუბარი დაიწყეს. მას შემდეგ ისინი ბოიენსთან ერთად მუშაობენ სცენარზე.
პიტერ ჯექსონი ბეჭდის საძმოს გადაღებებზე
ფოტო: Warner Bros.
წარსულის ჩრდილის სინოპსისის მიხედვით, ფილმის მოქმედება ფროდოს წასვლიდან 14 წლის შემდეგ ვითარდება და მოგვითხრობს სემის, მერის და პიპინის შესახებ, რომლებიც თავიანთი თავგადასავლის პირველი ნაბიჯების ხელახლა გადადგმას გადაწყვეტენ. ტიზერი მიანიშნებს, რომ "სემის ქალიშვილმა, ელანორმა, დიდი ხნის წინ დამარხული საიდუმლო აღმოაჩინა და განზრახული აქვს გაარკვიოს, რატომ იყო ბეჭდის ომი თითქმის წაგებული მის დაწყებამდე".
კოლბერმა აღნიშნა, რომ თავიდან ნერვიულობდა, შეძლებდა თუ არა ფილმის მოთხოვნებისა და წამყვანის მოვალეობების შეთავსებას, "აღმოჩნდა, რომ ამ ზაფხულიდან თავისუფალი ვიქნები". გასულ ივლისს CBS-მა გამოაცხადა, რომ The Late Show, რომელსაც კოლბერი ბოლო ათწლეულის განმავლობაში უძღვებოდა, 2026 წლის მაისში დასრულდება.
"ასე რომ, თუ მომიტევებთ, ახლა დაგტოვებთ, გადაცემა უნდა დავასრულო და ფილმის სცენარი დავწერო, მაგრამ ყველას გნახავთ მაზრაში (The Shire)", — მიმართა კოლბერმა ფანებს ზარის დასრულებამდე.
ასევე ნახეთ: ნადირობა გოლუმზე — ყველაფერი, რაც ბეჭდების მბრძანებლის ახალ ფილმზე ვიცით
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები