ნახეთ: ჩინეთში შვიდი დაკარგული ცუგა შინ კორგის მეთაურობით დაბრუნდა (ვიდეო)
შესწორება: უცხოურ მედიაზე დაყრდნობით, სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ ძაღლებმა შინ დასაბრუნებლად 17 კილომეტრი გაიარეს, თუმცა, ზუსტი მანძილი უცნობია.
ასეთ ამბავს ალბათ მხოლოდ დისნეის ანიმაციაში თუ გადააწყდებოდი: როგორ დაუძვრნენ, სავარაუდოდ, გატაცებული ძაღლები ხელიდან ბოროტმოქმედს და დაბრუნდნენ შინ, თან — არც მეტი, არც ნაკლები, კორგის მეთაურობით.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცე ერთმა გულისამაჩუყებელმა ვიდეომ მოიცვა: შვიდი ცუგა კუნაპეტ ღამეში მარშით მიემართება ავტობანზე. როგორც გაირკვა, ძაღლები ჩინეთში, გირინის პროვინციაში, დაიკარგნენ და შემდეგ გრძელი გზა გაიარეს შინ დასაბრუნებლად. ცუგების ჯგუფს, რომელშიც ოქროსფერი რეტრივერი, ლაბრადორი და გერმანული ნაგაზიც კი იყვნენ, კორგი, სახელად ბუთქუჩა, მიუძღოდა წინ თურმე...
ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და 230 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მათ შორის იყო ცხოველების ადგილობრივი თავშესაფრის მოხალისე, რომელმაც გადაწყვიტა, ძაღლების მათ პატრონებთან დაბრუნების მისია საკუთარ თავზე აეღო, ამიტომ, ადგა, ახლომდებარე სოფლები კარდაკარ მოიარა და ფლაერები ჩამოარიგა. ჩინეთის ამ მხარეში ადრეულ გაზაფხულზე ტემპერატურა ღამით ხშირად ჩამოდის ნულს ქვემოთ, ამასთან, ძაღლებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ეჭამათ, ამდენად, მათ დასახმარებლად დრო არ იცდიდა.
თუმცა, მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ცუგები პატრონებს დაუბრუნდნენ. აღმოჩნდა, რომ ბუთქუჩა და კიდევ ორი ძაღლი ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა, რომელიც თავის ოთხფეხა მეგობრებს რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა; უკვე დანებებას აპირებდა, როცა საყვარელმა კორგიმ ისე შეინავარდა შინ, თითქოს არაფერი მომხდარა. ქალის თქმით, ძიების პროცესში აღმოაჩინა, რომ ძაღლები მეზობელ სოფლებშიც დაეკარგათ.
უცნობია, რა მიზეზით გაუჩინარდნენ ძაღლები, მაგრამ ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი ეჭვობს, რომ ცხოველები დასახოცად გაიტაცეს — ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში ძაღლის ხორცს საკვებად ისევ იყენებენ. სხვა მოსაზრებების თანახმად, ცუგებს გაყიდვას უპირებდნენ, ზოგი კი ფიქრობს, რომ ძაღლები თავადვე გაიპარნენ სახლებიდან.
ახლა კი, როცა ყველაფერი კარგად დასრულდა, ხალხი იმის სურვილსაც გამოთქვამს, ცუგების უჩვეულო თავგადასავალზე ფილმი ან ანიმაცია გადაიღონ.
"ამის ყურებამ თვალზე ცრემლი მომგვარა. ცუგები ადამიანების სამუდამო მეგობრები არიან", — წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები