რატომ გვეკარგება მადა, როცა შეყვარებულები ვართ?
ფოტო: Pinterest
შეყვარებული როცა ხარ, გარდა იმისა, რომ სულ გაუაზრებლად და უმისამართოდ იღიმი, შეტყობინების მოლოდინში ტელეფონის ეკრანსაც გამუდმებით ამოწმებ და ავტომობილების გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქალაქის ჰაერში, იასამნის სუნიც კი შეიძლება იგრძნო. ალბათ, ამ ბანალური, მაგრამ სასიამოვნო სიის გაგრძელება იმდენ ხანს შეიძლება, რამდენი ადამიანიც არსებობს. თუმცა არის კიდევ ერთი, ბევრისთვის ნაცნობი და ერთობ უცნაური განცდა — შიმშილის გრძნობის გაქრობა, რომელიც შემთხვევითი სულაც არ არის.
ფოტო: Pinterest
როცა ვინმე ძალიან მოგვწონს, ორგანიზმი ამას მხოლოდ გრძნობად არ აღიქვამს, არამედ სტრესსაც განიცდის; ასე რომ, სიყვარული სასიამოვნოა, მაგრამ ორგანიზმისთვის მაინც სტრესივით მუშაობს. ტვინი სხვადასხვა ჰორმონის გამოყოფას იწყებს, მათ შორის დოფამინის, ადრენალინისა და ნორადრენალინის, რომლებიც ეიფორიას, ენერგიასა და აღელვების იმ შეგრძნებას იწვევს, თავს ერთდროულად ბედნიერადაც რომ გაგრძნობინებს და არეულადაც.
ამ პროცესში, როცა სხეული აღგზნებულ ან სტრესულ რეჟიმშია, ის პრიორიტეტებს ცვლის: პირველ ადგილზე ყურადღება, რეაქცია, გულისცემა და სუნთქვა გადმოდის, საჭმლის მომნელებელი სისტემა კი მეორეხარისხოვანი ხდება. ამიტომაცაა, შიმშილს ნაკლებად რომ ვგრძნობთ.
მეტსაც გეტყვი, მუცელში გაჩენილი პეპლების შეგრძნებაც ნერვული სისტემის რეაქციაა. ჩვენი მომნელებელი სისტემა და ტვინი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ ემოციური მდგომარეობა პირდაპირ აისახება მუცელზეც. როცა ვნერვიულობთ და ძალიან აღელვებულები ვართ, კუჭ-ნაწლავის მუშაობა შეიძლება დროებით შეიცვალოს — გაჩნდეს დაჭიმულობის, სიცარიელის ან მოუსვენრობის მსგავსი შეგრძნება.
ფოტო: Pinterest
რეალურად, ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემა უბრალოდ "ითიშება". ორგანიზმი ფიქრობს, რომ ახლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ზედმეტი ენერგიის საკვების გადამუშავებაზე ხარჯვა უბრალოდ სისულელეა. მთელი რესურსი გულისცემასა და იმ გაუთავებელ ფიქრებზე იხარჯება, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევს.
არადა, შიმშილის გრძნობა არსად ქრება, უბრალოდ, ტვინი იმდენადაა გადატვირთული ამ ახალი ამბით, კუჭიდან წამოსულ სიგნალებს ყურადღებას აღარ აქცევს. და სანამ შენ გგონია, რომ ემოციებით იკვებები, შენი სხეული რეალურად საკუთარ მარაგს ჭამს. ანუ ის, რასაც სიყვარულის "მსუბუქ სიმპტომად" ვიღებთ, საკუთარ თავზე ზრუნვის რეჟიმის მორღვევად შეიძლება გვექცეს.
ის კია ნორმალური, საჭმელი თუ რამდენიმე საათით საერთოდ არ გვახსენდება, მაგრამ თუ ეს მდგომარეობა გრძელდება, მნიშვნელოვანია, სხეული მაინც არ დავივიწყოთ.
და ალბათ, ჯანსაღი ცხოვრების წესიც სწორედ ეს არის: არა ის, რომ ყველა განცდას ერთნაირად ვუპასუხოთ, არამედ ის, რომ სხეულის სიგნალები დროულად წავიკითხოთ — მაშინაც კი, როცა გონება სულ სხვა რამითაა დაკავებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები