CIVICUS Monitor საქართველოში სამოქალაქო სივრცეს "რეპრესირებულად" აფასებს
სამოქალაქო ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსმა, CIVICUS Monitor-მა საქართველოს სამოქალაქო სივრცის რეიტინგი გააუარესა და ქვეყანა "რეპრესირებულის" კატეგორიაში გადაიყვანა. ანგარიშის თანახმად, 2024 წლიდან, ქვეყანაში ფუნდამენტური თავისუფლებები მკვეთრად იზღუდება, რაც მიზნად მასობრივი პროტესტის ჩახშობასა და სამოქალაქო სექტორის დამორჩილებას ისახავს.
ანგარიშში ხაზგასმულია 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო ტალღა, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას მოჰყვა. ორგანიზაციის მონაცემებით:
- 160 პირი სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა;
- 300-მდე ადამიანი აცხადებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ;
- 1000-ზე მეტი პირი დაჯარიმდა, ხოლო 2026 წლის თებერვალში მომიტინგეებს, გადაუხდელი ჯარიმების გამო, საბანკო ანგარიშები დაუყადაღდათ .
- საკანონმდებლო შეზღუდვები და "აგენტების კანონი".
- ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი რეპრესიული კანონები, მათ შორის 2025 წლის აპრილში მიღებული "უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს ფიზიკური პირებისთვისაც.
"აქტიური პირები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებიც აკრიტიკებენ მმართველ ძალებს არიან თვალთვალის, შევიწროების, დაშინების, დაპატიმრების, დასახიჩრებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია არსებობს, მათ ადვოკატირების საქმიანობას რეგულარულად ექმნება დაბრკოლებები და მათ ხელისუფლების მხრიდან რეგისტრაციის გაუქმება და დახურვა ემუქრებათ. მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზატორები ან მონაწილეები, სავარაუდოდ, ხელისუფლების სამიზნე ხდებიან გადამეტებული ძალის გამოყენებით და ემუქრებათ მასობრივი დაპატიმრებები და დაკავება. მედია, როგორც წესი, ასახავს სახელმწიფოს პოზიციას, ხოლო ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმა სისტემატურად იდევნება რეიდების, ფიზიკური თავდასხმებისა თუ ხანგრძლივი სამართლებრივი დევნის გზით. ვებგვერდები და სოციალური მედიის პლატფორმები იბლოკება, ხოლო ინტერნეტ-აქტივიზმი მკაცრად კონტროლდება," — აღნიშნულია CIVICUS Monitor-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაცია წერს, რომ "უცხოური გრანტის" დეფინიცია უკიდურესად გაფართოვდა და ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რომელიც "საზოგადოებრივ პოლიტიკაზე ზეგავლენისკენ" არის მიმართული, შესაძლოა 6 წლით თავისუფლების აღკვეთის საფუძველი გახდეს. დაწესდა სასჯელი "კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ექსტრემიზმისთვის", რაც ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის შექმნის მცდელობასაც კი გულისხმობს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ნოემბრიდან დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელთაც 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
CIVICUS Monitor წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სარჩელი შესაძლოა ახლად შექმნილ 9 პარტიის ალიანსზეც დაწესდეს..
CIVICUS Monitor-ის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს, მედიის გადარჩენასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ცნობისთვის, CIVICUS Monitor ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ვითარებას შემდეგი კატეგორიების მიხედვით ყოფს:
- გახსნილი;
- შევიწროებული;
- შეფერხებული;
- რეპრესირებული;
- ჩაკეტილი.
CIVICUS-ის Monitor-ის ახალი საკონტროლო სია საქართველოს გარდა სამოქალაქო თავისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას ავლენს 4 ქვეყანასთან დაკავშირებით, ესენია: ბენინი, ეკვადორი, ირანი და ფილიპინები.
საქართველოს მსგავსად სამოქალაქო სივრცის რეიტინგი ფილიპინებში "რეპრესირებულის" კატეგორიაშია, ირანში "ჩაკეტილია", რაც რეპრესიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბენინსა და ეკვადორს კი "შეფერხებულის" სტატუსი აქვთ.
ეს სია ყურადღებას ამახვილებს იმ ქვეყნებზე, სადაც სამოქალაქო სივრცის პატივისცემის მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
შეფასება ეფუძნება CIVICUS Monitor-ის კვლევის შედეგებს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და ადგილზე მომუშავე აქტივისტებთან კონსულტაციებს.
მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში CIVICUS Monitor ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას თითოეულ ამ ქვეყანაში, რათა გაძლიერდეს ზეწოლა შესაბამის მთავრობებზე. ორგანიზაცია მოუწოდებს ამ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მიმდინარე რეპრესიები და უზრუნველყონ დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები