ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა — კახა კალაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
"ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა", — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დროას ლიდერ ელენე ხოშტარიას განაჩენზე, რომელსაც მის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერისთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მისი შეფასებით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება.
"კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. თავიანთი ქმედებები, განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ეს წარმოუდგენელია და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები", — განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხს, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას ქმედება მხოლოდ ბანერის დაზიანება არ ყოფილა, რადგან მან ხელი შეუშალა მის საარჩევნო კამპანიას.
"სხვადასხვა მოქმედება, სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა. თქვენ ცდილობთ, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ რეალურად აღნიშნული ღობე დაზიანდა შენობაში შეჭრისთვის. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საცხოვრებელი ბინა, ბინის კარი პირობითად, შეიძლება ღირდეს 300 ლარი, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ანგრევ მას და სხვის საცხოვრებელ სახლში შეჭრას ცდილობ, ეს განისაზღვრება, როგორც ყაჩაღობა, მას აქვს შესაბამისი მუხლი და მოყვება შესაბამისი რეაგირება.
ციხეში არავის წასვლა მიხარია, თუმცა ჩვენ, ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ, ბავშვები არ ვართ და ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა. ეს მისი უფლებაა. კატეგორიულად მიუღებელია ქმედებები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირდა - ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება და ა.შ. ჩვენ ხომ ვაშენებთ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში, ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენ არავისთან მივვარდნილვართ და არ შეგვიშლია ხელი საარჩევნო კამპანიის პროცესში. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს", — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები